უკრაინული ვებ-გევრდი „wikileaks“ გაითიშა

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ვებ-გვერდის დაბლოკვის მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინული ვებ-გევრდი „wikileaks“ მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას სტამბოლის ათათურქის აეროპორტში გამართული შეხვედრის შესახებ წერდა, სადაც საუბარი სავარაუდოდ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას შეეხებოდა. აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნდა ასევე რამდენიმე ჩანაწერი და სტენოგრამა, რომელშიც კვლავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებდა.

“wikileaks”-ს უკავშირდება საქართველოში წამებისა და არაადამინაური მოპყრობის ჩანაწერების გავრცელებაც, რომელიც სამეგრელოს სამალავებში, კასრებში იქნა აღმოჩენილი.

Comments
Loading...