უკრაინული “ვიკილიქსი” სააკაშვილის სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს

უკრაინული “ვიკილიქს ცენტრი” ასაჯაროებს ჩანაწერს რომლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერია.
გამოქვეყნებულ ტექსტში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი რამდენიმე თემაზე საუბრობენ, მათ შორის რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დღეების მოვლენების გამო გამწვავებულ ურთიერთობებზე, ქართველი სამართალდამცველების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილზე, სირიაში გადასულ აჭარელ მუსლიმებზე, რომლებმაც მუქარის შემცველი ვიდეომასალები გაავრცელეს. გარდა ამისა, სტენოგრამაში საუბარია პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ “საქართველოს განვითარების ფონდზე”. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას თავისიანები “მიაბა” და “მესამე ძალად უნდა ააგორონ”, რასაც პროპაგანდას “რუსთავი 2” გაუწევს და უშუალოდ “გვარამია და თარგამაძე გააკეთებენ პიარპროგრამას”.
ამასთან, გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც ახსენებენ. კერძოდ, საუბრის თემა გიგი უგულავას და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა დაკავებული წევრების შეწყალებაა,აღნიშნულია, რომ მარგველაშვილი “ვანოს და სხვების” შეწყალებისთვის მზად არის, თუმცა სათანადო პოლიტიკური გარემოს შექმნას ელოდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.