უმრავლესობის დეპუტატები ვერ აკონკრეტებენ, თუ რატომ გადაიდო სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადების გაკეთებ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.

მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტში სახეების ცვლილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი ნებისმიერ ბრძანებას დაემორჩილებიან.

„ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ადგილების, ან ადამიანების გადანაცვლებით შედეგი არ იცვლება. ეს არის წარუმატებელი მთავრობა და სრულიად უცნაურია, რომ აქ სახეებიც კი არ იცვლება. ვნახავთ, მაგრამ სახეებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს ბრძანებებს და ისინი დაემორჩილებიან ნებისმიერ ბრძანებას“, – აცხადებს სერგო რატიანი.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ხვალ გახდება ცნობილი. მათ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

არსებული ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკანონდებლო ორგანოდან უმრავლესობის რამდენიმე წევრი გადაინაცვლეს.

ცვლილებები სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროს შეეხება, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს, ეკონომიკის მინისტრი კი, ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია გახდება.

ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება ამჟამად, დეპუტატი კახა კალაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას კი, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე დაიკავებს. მოქმედი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება.

სხვა უწყებებში ამჟამად არსებული ინფორმაციით, ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

Comments
Loading...