უმრავლესობის დეპუტატი ირმა ნადირაშვილის განცხადებას უსირცხვილოს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ირმა ნადირაშვილის განცხადებას მთავრობის 10 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, უსირცხვილოს უწოდებს.

უმრავლესობის დეპუტატი, ირმა ნადირაშვილს წარსულის გახსენებისკენ ურჩევს.

“ეს არის აბსოლუტურად უსირცხვილი განცხადება, რადგან ეს არის იმ ადამიანები განცხადება, რომლებსაც ამნეზია სჭირთ. 4 წლის წინ რომ გაიხედონ, რას ფარავდნენ და რას იკეთებდნენ დაწყებული წამწამებით, დამთავრებული ბოტოქსებით და ა.შ. წესით, ეს ირმასაც და სხვასაც უნდა შერცხვეს” ,- აღნიშნა ქანთარიამ “პირველთან” საუბარში.
დღეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილმა მთავრობა 10 პუნქტიანი გეგმის გამო გააკრიტიკა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი დოლარიდან სესხების ლარში გადატანას გულისხმობს.
“კიდევ ერთი დიდი ცინიზმი, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, რომ სესხები დოლარიდან გადავიდეს ლარში. გიორგი კვირიკაშვილს, კახა კალაძეს, მიხეილ ჯანელიძეს, სოზარ სუბარს, ალექასანდრე ჯეჯელავას, ტარიელ ხეჩიკაშვილს, თეა წულუკიანს, ვიქტორ დოლიძეს, ამ ადამიანებს ყველას აქვს კრედიტი. ამ ადამიანების ვალები დოლარიდან უნდა გადავიდეს ლარში და ჩვენ უნდა დავფაროთ ის განსხვავება, რომელიც არსებობს და ნორმალურია, რომ ადამიანები, რომლებიც თავის შვილებისთვის პურს ვერ ყიდულობენ, გიორგი კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის ვალებს იხდიდნენ? ნორმალურია ეს ვითარება, მაინტერესებს? ამაზე რა პასუხი გაქვთ?”,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.