“უნდა გაყიდონ სამინისტროების შენობები და ხალხს მისცენ ფული”

“ბედნიერი საქართველოს” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თანხების გადანაწილება და დაგეგმვა სწორად უნდა მოხდეს.

როგორც ჩერნოვეცკი აცხადებს, ქვეყნის ბიუჯეტი ხშირ შემთხვევაში არასწორად იხარჯება და ხალხს არ ხმარდება.

“არსებობს ბევრი თაღლითური ფონდი, რომელიც უაზროდ ხარჯავს ფულს და რომელიც შექმნილია სხვადასხვა ჩინოვნკის მიერ. უნდა გაყიდონ სამინისტროების შენობები და ხალხს მისცენ ის ფული. გადავითვალოთ ბიუჯეტი და თანხენი, რომლებიც არასწორად იხარჯება. მათ შორის ეს გამაღიზიანებელი პრემიები. ხალხს უნდა დაუდგინდეს, რეალურად, რამდენი უნდა ჰქონდეს პენსია”, – განაცხადა ჩერნოვეცკიმ “TV პირველის” ეთერში.

მისივე თქმით, კიევის მერის თანამდებობაზე მუშაობისას, ის სწორედ ასე მოიქცა და მერიის შენობის გაყიდვის შემდეგ მიღებული თანხა ხალხს დაურიგა. ჩერნოვეცკის ინფორმაციით, ის მოსახლეობისთვის პენისების დარიგებაში 49 მილიონს ხარჯავდა.

Comments
Loading...