უნგრეთის პრემიერი საბერძნეთის ჩრდილოეთ საზღვარზე ღობის აშენებას მოითხოვს

უნგრეთის პრემიერი საბერძნეთის ჩრდილოეთ საზღვარზე ღობის აშენებას მოითხოვს. ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმება მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად არასაკმარისი ზომაა.

უნგრეთის პრემიერს მიაჩნია, რომ არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერება მხოლოდ ღობის აგებით არის შესაძლებელი. ამავე მიზნით, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს ბულგარეთის შენგენის ზონაში შეყვანას სთავაზობს და მაკედონიისთვის საზღვრების გასამაგრებლად ფინანსური დახმარების გამოყოფის მომხრეა.

არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად უნგრეთმა სამხრეთ საზღვარზე უკვე ააგო ღობეები. თურქეთმა კი სირიელებისთვის სავიზო რეჟიმი აამოქმედა.

Comments
Loading...