Unicef: მსოფლიოში 150 მილიონამდე ბავშვი სკოლაში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია

გაეროს ბავშვთა ფონდი დაინტერესდა, თუ რამდენად დაცული გარემოა მსოფლიოს მასშტაბით სკოლებში. კვლევა 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. ინფორმაციას CNN-იავრცელებს.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში 13-დან 15 წლამდე ასაკის მოსაწვლეების დაახლოებით ნახევარი, ანუ 150 მილიონამდე მოსწავლე, სკოლაში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის (ბულინგის) მსხვერპლია.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსწავლეები განიცდიან ძალადობის სხვადასხვა ფორმას, როგორიც არის თანაკლასელებს შორის ძალადობა ან მასწავლებლის მხრიდან ფიზიკური სასჯელი.

კვლევამ ასევე ცხადჰყო, რომ მსოფლიოში 720 მილიონი მოსწავლე ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც მათ სკოლაში ფიზიკური ძალადობისგან (სასჯელისგან) კანონი ვერ იცავს.

კვლევა ეფუძნება Health Behavior in School-aged Children-სა და Global School-based Student Health-ის საერთაშორისო კვლევას, რომელშიც 122 ქვეყნის მონაცემებია გაანალიზებული.

imedinews.ge

Comments
Loading...