უპრეცედენტო სოლიდარობა,14 მარტს საზოგადო მოღვაწეები საკუთარი ნივთების გამოფენა-გაყიდვას ჩაატარებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაბიჯი ზუგდიდში” 14 მარტს აქცია- კონცერტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართავს.

ა/ო ,,ნაბიჯი ზუგდიდი” დაფუძნდა 2015 წელს. ორგანიზაციის მიზანია ქალაქ ზუგდიდსა და მის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და მოზარდებისთვის საჭიროებებზე ორიენტირებული გარემო- პირობების შექმნა.
დღის ცენტრისთვის გამოყოფილი შენობა მდებარეობს აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელში და საქმიანობა ორიენტირებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ ბავშვებზეც.
არსებული ფართი არ არის გარემონტებული და შესაბამისად, დღის ცენტრის ფუნქციონირება შეფერხებულია.
სწორედ ამიტომ, ცენტრმა გადაწყვიტა ძალიან მნიშვნელოვან და პრობლემატურ თემაზე საზოგადოების დახმარებით 14 მარტს გამართოს აქცია- კონცერტი, სადაც მოეწყობა ცნობილი ადამიანების, საზოგადო მოღვაწეების პირადი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დღის ცენტრის სარემონტო სამუშაოებს.
საღამოს წამყვანები – სალომე გოგიაშვილი და კახა კუხიანიძე.
მუსიკალური მხარე – თეატრალური კვარტეტი, ელენე ფოჩხუა, გიორგი სუხიტაშვილი.
აქცია- კონცერტი გაიმართება, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
დასწრება თავიდუფალია.

გავერთიანდეთ კეთილი საქმის ირგვლივ და შევუქმნათ განსაკუთრებული საჭიროების პირებს ახალი შესაძლებლობები.
12746415_923142354421917_751618224_n12746314_923142847755201_1708138959_n

12722092_923143197755166_1497832453_n

Comments
Loading...