ურეკში მატარებელმა შუახნის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ურეკში, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ინფო9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.