„უსამართლოა ბოდოკიასთვის 11 წელი, როცა უგულავას 50 მილიონის გაფლანგვისთვის 4 წელი მიესაჯა“

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ჯოკია ბოდოკიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
მისი თქმით, უსამართლოა ჯოკია ბოდოკიას 10 ათასის მითვისებისთვის 11 წელი, როცა უგულავას 50 მილიონის გაფლანგვისთვის 4 წელი მიესაჯა. „გიგი უგულავას 50 მილიონის გაფლანგვისთვის 4 წელი და ჯოკია ბოდოკიას 10 ათასის მითვისებისთვის 11 წელი? რანაირი სამართალი და ლოგიკაა ეს?“, – წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას სასამართლომ მხოლოდ 4 წელი მიუსაჯა. საინტერესოა, რამდენად სამართლიანია ბოდოკიასთვის 11 წლის მისჯა.

Comments
Loading...