უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები რუსეთში


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომების მიღება დაიწყო. უწყება ვითარების ნებისმიერი ესკალაციისთვის მზად არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს და ტერორიზმთან კავშირში მყოფ პირთა გამოვლინებისა და “ნეიტრალიზების” მიზნით, ღონისძიებებს ატარებს.
როგორც “რია ნოვოსტი” იტყობინება, ეს განცხადება რუსეთის შსს-ს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი მზად არის, ტერაქტების აღკვეთის მიზნით ყველა საჭირო ზომა მიიღოს.

Comments
Loading...