უშიშროების სამსახური რუსთავი2-ის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდა
ტელეკომპანია “რუსთავი2″-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას მძღოლის, კახა კუბლაშვილის გადაბირების მცდელობას ჰქონდა ადგილი.
“რუსთავი2″-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კუბლაშვილი გააჩერეს და დაჯავშნულ, დაბურულმინებიან “ტოიტო კამრიში” გადასვეს.
თითქმის ორსაათიანი დიალოგის მიზანი კი მისი გადაბირება იყო. სუს-ის თანამშრომლები მძღოლისგან მათთან თანამშრომლობას ითხოვდნენ, “რუსთავი2″-დან მათთვის სასურველი ინფორმაციის გატანას სთავაზობდნენ, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, გარკვეული თანხის გადახდას დაჰპირდნენ.
როგორც კახა კუბლაშვილმა განმარტა, სუს-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, სად დადის მისი უფროსი და რა შეხვედრები აქვს.
კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურას მომხდარით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.