“უშიშროების სამსახურს სათავეში ისეთი კაცი უდგას, რომელიც უკანონო მოსმენებს არ იკადრებს”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანაში უკანონო მოსმენებს გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ უშიშროების სამსახურს დღეს ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც ამას არ იკადრებს.

“გამოვრიცხავ ყველანაირ უკანონო მოსმენებს. უშიშროების სამსახურს დღეს სათავეში ისეთი კაცი უდგას, არაფრით არ იკადრებს. თუ ვინმე გადაცდება, კარგ მაგალითად ხვედელიძე გყავთ, რომელიც ჩვენი პარტიის შტაბის უფროსი იყო და ძალიან დიდი წვლილი აქვს იმ გამარჯვებაში, რაც ჩვენ მივიღეთ. ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვართ და ჩვენი გუნდის წევრი არ დაგვიზოგავს”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

Comments
Loading...