უსუფაშვილი: ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკანონმდებლო დონეზე დაშვებას არ და ვერ ველი

„ის, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზე დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არ და ვერ ველი. იმ თვალსაწიერით, რაც მე შეიძლება მქონდეს პოლიტიკური ცხოვრების მომავალთან დაკავშირებით“, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სამოქალაქო კოდექსის იმ ჩანაწერის [ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია] გაუქმების შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ ჰკითხეს, რომელიც ქორწინებას ქალისა და კაცის ერთობად წარმოაჩენს.

„საკონსტიტუციო სასამართლო შექმნილია იმისათვის, რომ განსაზღვროს კანონების შესაბამისობა კონსტიტუციასთან. და არა იმისთვის, რომ კონსტიტუციაში რამე ჩაწეროს, ან რამე ამოიღოს. კონსტიტუციაში რაიმეს ჩაწერის, ან ამოღების ექსკლუზიური პრეტოგატივა აქვს პარლამენტს, და ასე გაგრძელდება მომავალში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Comments
Loading...