“უსუფაშვილმა და ხიდაშელმა პასუხი უნდა აგონ ჩადენილ დანაშაულზე” (ვიდეო)

პოლიტდევნილი ლევან მამალაძე განცხადებას ავრცელებს:

“უსუფა-ხიდაშელმა პასუხი უნდა აგონ ჩადენილ დანაშაულზე!

უსუფაშვილმა მაესტროს ეთერში საუბრისას დაადასტურა, რომ თინასთან ერთად პოლიტიკური მოტივაციის გამო ამომიღეს პოლიტ პატიმართა და პოლიტ დევნილთა საპარლამენტო სიიდან.

ამ წყვილს მოსვენებას არ აძლევს ჩემი გვარი, ისინი კანონზე მაღლა აყენებენ თავს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ სამშობლოში არ დავბრუნდე. უსუფა – ხიდაშელმა კარგათ იციან , რომ პოლიტიკურ მხილებას ვერ გაექცევიან.

მათ პასუხი უნდა აგონ: 2003 წელს ხელისუფლების ხელიში ჩაგდებისას ჩადენილ დანაშაულზე , საკაშვილისეული სისხლიანი რეპრესიების იურიდიულ გაფორმებაზე და საქართველოს საზიანოდ სახვა სახელმწიფოთა ინტერსებში საქმიანობისათვის…

PS. თინა და დათო! ცალცალკე რომ არ იწონოთ თავი მედიის წინაშე და ატყუოთ ქართული საზოგადოება, გთავაზობთ ღია ტელე დებატებს თქვენთვის სასურველ ტელევიზიაში. პარლამენტის სპიკერის და სარდლის რეგალიებს ნუ მოიმიზეზებთ , ჩვენი საპირწონე პოლიტდევნილი მამალაძე ვერ იქნებაო, ხომ ხედავთ წამიერათ შეიძლება ჩამოგეჭრათ ფრთები!”

Leave A Reply

Your email address will not be published.