“უსუსური პროვოკაცია ვერაზე” – სალომე ზურაბიშვილის სტიკერები მანქანების საქარე მინებზე

დღეს ვერაზე მოსახლეობას მანქანის საქარე მინაზე, საჭის მხარეს დახვდა გაკრული სტიკერები, წარწერით: “სალომე ზურაბიშვილი 42”.

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

“უსუსური პროვოკაცია ვერაზე : “ვიღაცამ ” გააკრა სტიკერები ჩემი სახელით და ნომრით მანქანების საქარე მინაზე!!!!! ეს სტიკერეი ჩვენი არც დაბეჭდილი არც გაკრული … მცდელობა რომ გამინაწყენდეს ამომრჩეველი !!!! ეხლა მივდივარ ადგილზე პატრული გამოვიძახეთ და ჟურნალისტებიც … გამწარებულის ხელწერა ხომ ყველასთვის გასაგებია !!!!!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
Comments
Loading...