უცხოური მედიის ცნობით ჩარლი შინი უკურნებელი სენით, შიდსით არის დაავადებული

ცნობილია, რომ ჰოლივუდის მსახიობი ჩარლი შინი საკუთარ ჯანმრთელობას არასოდეს აქცევს ყურადღებას. ახლახანს, ამერიკული ტელეარხის NBC ეთერში გავიდა პროგრამის ანონსი, სადაც შინი განცხადების გაკეთებას გეგმავს. გადაცემის ეთერში გასვლამდე, რამდენიმე საათი დარჩა.

ყველას აინტერესებს, რა სენსაციური განცხადების გაკეთებას გეგმავს მსახიობი. ბევრი ვარაუდობს, რომ ჩარლი შინი საკუთარ ჯანმრთელობაზე გააკეთებს განცხადებას. უკვე დიდი ხანია გავრცელდა ჭორი, რომ ის შიდსით არის ინფიცირებული.

აღსანიშნავია, რომ დღეს, ეს დაავდება განკურნებადია. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად პროგრესირებს დაავადება. თუ ავადმყოფმა დაავადების საწყისს სტადიაზე არ მიაქცია ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში შედეგი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.

როგორც იტყობინება საიტი TMZ, შინმა დიდი ხანია იცის საკუთარი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა როგორც სჩანს ახლა ამის აღიარება სურს.

Comments
Loading...