უცხოური პროექტების „ჭანჭიკები“ – უსუფაშვილ-ხიდაშელები მიცემულ დაკვეთებს ასრულებენ

სულხან მოლაშვილმა და ლევან მამალაძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ხელისუფლება” დააფუძნეს. პარტიის დამფუძნებელმა ლევან მამალაძემ „tvპირველის” ეთერში ისაუბრა:

„სახალხო ხელისუფლება” აქტიურად მუშაობს საქართველოს ყველა რეგიონში. ჩვენ ხელისუფლებას დავუბრუნებთ ხალხს. ხალხი თავად განსაზღვრავს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში წარმოდგენილი. ევროინტეგრაცია მისაღებია, მაგრამ არანაირი სამხედრო გაერთიანება.

აქვე ვიტყვი, უსუფაშვილ-ხიდაშელები, რომლებიც უცხოური პროექტების „ჭანჭიკები” არიან, საქართველოს მოასხდნენ და კაბინეტებიდან მიცემულ დაკვეთებს ასრულებენ, მათ არ გააჩნიათ არავითარი ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი 2012 წელს”, – განაცხადა მამალაძემ.

Comments
Loading...