უცნობი და სინტერესო ფაქტები სტალინის შესახებ, სტალინის 20 საუკეთესო ხუმრობა

სტალინი — სახელი “ფოლადის კაცს” ნიშნავს. ძველქართულად „ჯუღა“ ნიშნავდა „ფოლადს“ ერთ ერთი ვერსიით სწორედ ამიტომ აირჩია იოსებ ჯუღაშვილმა ფსევდონიმი „სტალინი“

1. სტალინი საქმის კურსში იყო, თუ რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში.

1917 წელს აღდგენილი საქართველოს ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ასე გაგრძელდა 1943–მდე. 1943 წელს კი სწორედ სტალინის ბრძანებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინეს.

2. პარტიის საათავეში ყოფნის პირველი 10 წლის განმავლობაში სტალინმა სამჯერ ითხოვა გადადგომა, თუმცა მეტწილად ეს განცადებები კოლეგების შესამოწმებლად იყო გაკეთებული.


3. სტალინმა ჰომოსექსუალიზმი და აბორტი კანონით 1933 წელს აკრძალა.

4. ავტომანქანა „პობედას” შექმნისას ფიქრობდნენ მისთვის „როდინა” (სამშობლო) დაერქმიათ. ეს ამბავი რომ გაიგო, სტალინმა ირონიულად იკითხა: „და რა ეღირება ჩვენი „როდინა”? მანქანას სახელი მაშინვე შეუცვალეს.

5. 1874 წელს შედგა ბესოს და კეკეს ქორწილში, მეჯვარეები იყვნენ იაკობ ეგნატაშვილი და მიხა ციხითათრიშვილი. მალე ახალგაზრდა წყვილს ვაჟი შეეძინა, ეგნატაშვილმა მას გიორგი დაარქვა, 1 წლის შემდეგ ეს ბავშვი გარდაიცვალა, ბესომ ამის შემდეგ სმას უფრო უმატა, მალე გაჩნდა მეორე ვაჟი – მიხეილი, რომელიც 2 კვირისა გარდაიცვალა ბოლოს კი დაიბადა იოსები, ანუ სოსო ჯუღაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის მხრივ სუსტი იყო, იგი 5 წლის ასაკში ყვავილით დაავადდა, ავამყოფობამ სოსოს სახეზე ჭორფლი დაუტოვა, სწორედ “ჭორფლიანის” სახელით მოიხსენიებდნენ მას სკოლაში…

6. სტალინის დროს საქართველოში შეიქმნა შემდეგი სამრეწველო ობიექტები: ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანა, რიონჰესი, ზაჰესი და სხვ… კოლხეთის ჭაობების დაშრობის შემდეგ განვითარდა მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, გაიზარდა ღვინისა და მინერალური წყლის წარმოება.

7. სტალინი ზუსტად იხსენებდა საქართველოს რომელ კუთხეში რა ღვინო მოდის და რა თვისებები აქვს. ერთხელ ქალაქ იალტაში, ვისკის მოყვარული ჩერჩილისთვის მეგობარს ქართული ჭაჭა ჩაატანინა.


8. სტალინი ყოველთვის სთავაზობდა სტუმრებს არაყს, მაგრამ ამ დროს ალკოჰოლის მიღებისაგან თავს იკავებდა, რათა სრულიად ფხიზელს ემსჯელა სტუმრებთან. თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ზომიერად დაელია ალკოჰოლური სასმელი, სადაც უპირატესობას ქართულ ხვანჭკარას ანიჭებდა.

9. “ფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა, დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ”.

დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, ვიღაცამ მოახერხა და ივანე ჯავახიშვილის ამბავი აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი კრემლიდან თითი დაუქნია – ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკის ჯურღმულში სიკვდილს.


10. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა საინფორმაციო წყარო ადასტურებდა, რომ “დიდი ბელადი” მეორე მსოფლიო ომის დროს სულ კრემლის კედლებში იყო ჩაკეტილი და ისე იძლეოდა განკარგულებებს. ასეა აღწერილი უამრავ ფილმშიც, თავის კაბინეტში მჯდომი, ან გლობუსთან მდგარი სტალინი. თუმცა, როგორც სტალინთან დაახლოებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მაიორი ალექსეი რიბინი იხსენებს, ბელადი რამდენჯერმე იყო გასული ფრონტის წინა ხაზზე და პირადად ამოწმებდა საომარ ვითარებას. იგი უფრო მეტად მამაცი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი სხვა მაღალჩინოსანი-დასძენს ალექსეი რიბინი. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს, სტალინის ავტომობილი მოსკოვის მახლობლად ღრმა თოვლში ჩავარდა, ამ დროს გერმანელმა არტილერისტებმა ინტენსიური სროლა დაიწყეს. ბელადი სხვა მანქანაში გადასვეს, ხოლო თოვლში ჩავარდნილი ავტომობილი ტანკით ამოათრიეს. რიაბინის თქმით, გერმანელები რას წარმოიდგენდნენ, რომ მანქანაში თვით მთავარსარდალი იყო, თორემ მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა იმ ადგილის დაკავება და სტალინის ტყვედ ხელში ჩაგდება.

11. ბუდაპეშტში ტროლეიბუსები გამოჩნდნენ 1949 წელს. პირველი ტროლეიბუსი დანომრეს 70-ით, რადგან იმ წელს აღინიშნებოდა სტალინის 70-ე დაბადების დღე. ბუდაპეშტში ახლაც კი არ არის 70 რიცხვზე დაბალი ნომრის მქონე ტროლეიბუსი.

12. უინსტონ ჩერჩილს ძალიან უყვარდა სომხური კონიაკი, ამიტომ ყოველდღე სვამდა კონიაკ „დვინს“. ერთხელ პრემიერმა შეამჩნია, რომ „დვინმა“ დაკარგა თავისი პირვანდელი გემო. მან ეს აუწყა სტალინს. აღმოჩნდა, რომ მარგარ სედრაქიანი, რომელიც უშვებდა „დვინს“, გადასახლებული იყო ციმბირში. სტალინის ბრძანებით ის დააბრუნეს. ამის შემდეგ ჩერჩილმა ისევ გაიხარა, ხოლო სედრაქიანს კი სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიანიჭეს.

13. გელი მარკიზოვა და სტალინი(იხ.სურათი). სურათის სახელწოდება – „სტალინი და გელა“. სურათზე მინაწერი – „მადლობა ამხანაგ სტალინს ჩვენი ბედნიერი ბავშვობისათვის“. ამ გოგონას მამა დახვრიტეს, ხოლო დედა, გელისთან ერთად, გადაასახლეს. ამის შემდეგ ამ სურათს სახელი „სტალინი და გელი“ შეუცვალეს და დაარქვეს „სტალინი და მამლაქატი“. შემდეგ, მათ დაადასტურეს რომ ეს გოგონა ნამდვილად პიონერი მამლაქატ ნახანგოვა იყო. სდ

14. როდესაც რუსული მანქანის „პობედას“ შექმნას აპირებნენ, სახელიც შეურჩიეს და დაარქვეს „როდინა“(სამშობლო). როდესაც სტალინმა ამის შესახებ გაიგო, იპონიულად იკითხა: „Ну и почём у нас будет Родина?“. ამიტომაც დაერქვა ამ მანქანას „პობედა“.


15. ძველქართულად „ჯუღა“ ნიშნავდა „ფოლადს“(რუს.сталь). ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამიტომ აირჩია იოსებ ჯუღაშვილმა ფსევდონიმი „სტალინი“.

16. ლიტერატურის კითხვის საშუალო ნორმა სტალინისათვის შეადგენდა დაახლოებით 300 გვერდს დღეში. ის ყოველთვის დაკავებული იყო თვითგანათლებით. მაგალითად, 1931 წელს, კავკასიაში მკურნალობიათვის ჩასულ იოსებს, ნადეჟდა ალილუევასთან გაგზავნილ წერილში, საერთოდ არ უხსენებია სიტყვა ჯანმრთელობის შესახებ. სამაგიეროდ თხოვდა, რომ გამოეგზავნა წიგნები ელექტროტექნიკისა და შავი მეტალურგიის შესახებ.

17. სტალინის განათლებულობის დონის შეფასება შეიძლება მის მიერ წაკითხული და ნასწავლი წიგნებით. რამდენი წიგნი წაიკითხა თავის სიცოცხლეში, ამის დადგენა არ ხერხდება. ის იყო წიგნების კოლექციონერი. ის წიგნებს კი არ აგროვებდა, არამედ არჩევდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მის ბიბლიოთეკაში იყო ისეთი წიგნები, რომლებიც მომავალში გამოადგებოდა. იმ წიგნების შესწავლა, რომელსაც ის არჩევდა, ძალიან ძნელია. კრემლის ბიბლიოთეკა(სტალინის იყო), როგორც მოწმეები ამბობენ, ითვლიდა რამდენიმე ათეულ ათასს წიგნს. 1941 წელს, სტალინის ბიბლიოთეკა ევაკუირებული იყო და რამდენი წიგნი დაიკარგა, უცნობია, რადგან კრემლის ბიბლიოთეკა აღარ აღმდგარა. ასევე მას ჰქონდა წიგნები დაჩებზე. ერთ-ერთ დაჩაზე კი ინახებოდა დაახლოებით 20 ათასი წიგნი.

18. სტალინის პირადი არქივი განადგურებულ იქნა მისი სიკვდილიდან მეორე დღესვე.

19. სტალინი თავისი მუშაობით ყოველთვის ასწრებდა დროს, რამდენიმე ათეული წლითაც კი. მისი ეფექტურობა, როგორც ხელმძღვანელისა იყო იმაში, რომ ის ისახავდა ძალიან შორეულ მიზნებს და მისი იმდღიური გადაწყვეტილება ხდებოდა მასშტაბური გეგმების ნაწილი.

20. იოსებ სტალინი უპირატესობას ანიჭებდა ღვინო „წინანდალს“ და „თელიანის“. ხანდახან სვამდა კონიაკს, ხოლო არაყი საერთოდ არ აინტერესებდა. მცველმა შეამჩნია, რომ 1930-1935 წლებში, მხოლოდ ორჯერ დაარღვია ეს „წესი“: ს. მ. შტემენკოს დაბადების დღეზე და ა. ა. ჟდანოვას მოსახსენიებელზე.


21. სტალინს მიაჩნდა, რომ სსრკ-ს ყველა ქალაქში უნდა ყოფილიყო პარკი, სადაც ადამიანები დაისვენებდნენ. ამ პარკის მთავარი „ატრიბუტები“ იყო საკითხავი და სათამაშო(ჭადრაკი, ბილიარდი, ნარდი) დარბაზები, ლუდის ჩამოსასხმელები, საცეკვაო მოედნები და საზაფხულო თეატრები.

22. სსრკ-ს მართველობის უპირველეს ეშელონზე ყოფნის დროს(10 წლის განმავლობაში), სტალინმა სამჯერ მოითხოვა სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ.

23. იდეურ ბრძოლაში ტროცკის მომხრეებს გამარჯვების უმცირესი შანსიც კი არ გააჩნდათ სტალინის მომხრეებთან. როდესაც სტალინმა, 1927 წელს, ტროცკის შესთავაზა ჩაეთარებინათ ერთპარტიული დისკუსია, ტროცკელებისთვის რეფერენდუმის შედეგი უბრალოდ სასირცხვილო იყო. 854 ათასი წევრიდან 730 მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა, 724 ათასმა კაცმა სტალინს დაუჭირა მხარი, ტროცკის კი მხოლოდ 6 ათასმა.

24. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და სსრკ-ს შორის შეწყვეტილი იყო დიპლომატიური ურთიერთობა, სტალინის გარდაცვალების დღე, ისრაელში გლოვის დღედ გამოაცხადეს.

25. ომის დროს სტალინმა, როგორც წესი იყო, თავისი შვილებიც გაგზავნა ფრონტზე. მისი ერთი შვილი ტყვედ ჩავარდა, საბჭოთა კავშირს კი ერთი გერმანელი გენერალი ჰყავდა ხელში ჩაგდებული. როდესაც გერმანელებმა შესთავაზეს უმცროსი სტალინი გაეცვალათ გერმანელ გენერალზე, სტალინმა უარი განაცხადა და თქვა: „ჩვენ რიგითებს გენერლებზე არ ვცვლით“

26. 1943 წელს სტალინმა წარმოთქვა ეს სიტყვები: „მე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავთან ბევრ ნაგავს დაყრიან, თუმცა ისტორიის ქარი შეუბრალებლად გაფანტავს მათ“


27. 1941 წელს ირანის შაჰი რეზა-შაჰი გადადგა და ტახტი თავის შვილს, მოჰამადრეზა ფეჰლევს გადაულოცა, თვითონ კი გაიქცა. ახალ შაჰს ძალიან უჭირდა ქვეყნის მართვა. 1943 წელს, როცა სამთა შეხვედრა უნდა შემდგარიყო, რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა კაბინეტში დაიბარა შაჰი და მხოლოდ 5 წუთი ესაუბრა. შემდეგ, ჩერჩილმაც დაიბარა, რამდენიმე ხანი აყურყუტა მოსაცდელში, შემდეგ კაბინეტში შეიყვანა და 3 წუთს ელაპარაკა. ანუ ამ ორივე პრეზიდენტმა დაამცირა ირანის ახალი შაჰი. სტალინმა კი ჭკუაში აჯობა ორივეს და ირანის შაჰს თვითონ ეახლა. როდესაც დარბაზში შევიდნენ, მოჰამადრეზა მიუახლოვდა სტალინს, მუხლებზე დაეცა და ხელზე ამბორს აპირებდა, თუმცა სტალინმა ააყენა. ამის შემდეგ სტალინი მიუბრუნდა უკან მდგომ ლავრენტი ბერიას და გენერალ შალვა კარანაძეს და ქართულად გადაულაპარაკა: „აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენ“

———————————————
———————————————
საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, სტალინი სასტიკი პიროვნება იყო, მაგრამ ასევე ცნობილია მისი იუმორი.


გთავაზობთ ხუმრობებს, რომელთაც სტალინს მიაწერენ.

1. ავტომობილი „სამშობლო”

ავტომანქანა „პობედაზე” მუშაობისას, გადაწყვიტეს, მისთვის სამშობლო” დაერქმიათ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი სტალინსაც მოახსენეს. ბელადმა ირონიულად იკითხა: „საინტერესოა, რა ფასი ექნება ჩვენთან სამშობლოს?” მანქანის დასახელება სასწრაფოდ შეცვალეს.

2. მცველები

სტალინის ერთ-ერთი მცველი ა. რიბინი იხსენებს: მგზავრობისას სტალინს ხშირად თან ახლდა მცველი ტუკოვი, რომელიც წინა სავარძელში ჯდებოდა და როგორც წესი, გზაში თვლემდა. პოლიტბიუროს ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, სტალინს უთხრა:

– ამხანაგო სტალინ, ვერ გამიგია, ვინ ვის იცავს?

– ეგ რა არის, – უპასუხა ბელადმა – ზოგჯერ თავის პისტოლეტს მაძლევს ხოლმე, რა იცი, რა ხდებაო!

3. სიყვარულზე

ერთხელ სტალინს მოახსენეს, მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გაუჩენია, ცნობილი მსახიობი ვალენტინა სეროვა და რა ვქნათო. სტალინმა ჩიბუხი გამოიღო, ცოტა ხანს იფიქრა და უპასუხა:

– რა ვქნათ და მგონი, უნდა შეგვშურდეს!

4. ლიმონი

სტალინი საქართველოს ცკ-ს პირველ მდივან ა.ი. მგელაძეს კუნცევოს აგარაკზე მასპინძლობდა და თავისი ხელით გამოყვანილი ლიმონი გაასინჯა:

– ამ ლიმონმა, აქ, მოსკოვის შემოგარენში იხარა!

ეს ფრაზა შემდეგშიც რამდენჯერმე გაუმეორა. სტუმარი მალე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და მოახსენა:

– ამხანაგო სტალინ! პირობას გაძლევთ, რამდენიმე წელიწადში საქართველო მთელ საბჭოთა კავშირს მოამარაგებს ლიმონით და უცხოეთიდან მისი შემოტანა აღარ დაგვჭირდება.

– მადლობა ღმერთს, რომ მიხვდით! – იყო სტალინის პასუხი.

5. დამსახურება

საარტილერიო სისტემების კონსტრუქტორი ვ. გ. გრამინი იხსენებს: „1942 წლის მიწურულს სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:

– თქვენმა ქვემეხებმა რუსეთი გადაარჩინა. რას ისურვებთ: სოციალისტური შრომის გმირის წოდებას თუ სტალინურ პრემიას?

– ჩემთვის სულერთია, ამხანაგო სტალინ.

ორიოდე დღეში გავიგე, რომ ორივე მომცეს.

6. მკვეხარა

ომის დროს ბაგრამიანის სამხედრო ნაწილებმა პირველებმა უწიეს ბალტიის ზღვას. ბაგრამიანმა ბრძანა, ბალტიის ზღვის წყლით ბოთლი აევსოთ და სტალინისთვის გაეგზავნათ. რა თქმა უნდა, ბრძანება შესრულდა, მაგრამ სანამ ადიუტანტი მოსკოვს მიფრინავდა, გერმანელებმა ბაგრამიანის ნაწილებს უკან დაახევინეს. მოსკოვში ეს უკვე იცოდნენ. ადიუტანტმა ამაყად შეაბიჯა სტალინის კაბინეტში და ხმამაღლა მოახსენა:

– ამხანაგო სტალინ! გენერალმა ბაგრამიანმა ბალტიის ზღვის წყალი გამოგიგზავნათ!

სტალინმა ბოთლი ჩამოართვა, ერთხანს ხელში ატრიალა, მერე მომტანს დაუბრუნა და უთხრა:

– ეს ბოთლი ბაგრამიანს მიუტანეთ და უთხარით, იქვე გადაღვაროს, სადაც აავსო!

7. მატარებლის გაჩერება

ერთხელ სტალინი ახალ ფილმს უყურებდა „მატარებელი აღმოსავლეთისკენ მიემგზავრება”. დიდი ვერაფერი კინო იყო, მატარებლის გაუთავებელი რახრახი და აქა-იქ გაჩერებები, ერთ გაჩერებაზე სტალინმა იკითხა:

– ეს რა სადგურია?

– დემიანოვკა.

– ოო, ჩემი ჩასვლის დრო მოსულა, – თქვა და დარბაზი დატოვა.

8. ზომიერება

ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის კანდიდატურის განხილვისას ერთ-ერთი მაღაროს დირექტორის ზასიადკოს კანდიდატურა წარადგინეს. ვიღაცამ ხელები გაასავსავა:

– ცუდი არ არის, მაგრამ ალკოჰოლის მოყვარულია.

– შემახვედრეთ მაგ კაცთან, – ბრძანა სტალინმა. ზასიადკო მოიყვანეს, სტალინი გაესაუბრა და ისე, სხვათაშორის, დალევა შესთავაზა.

– სიამოვნებით, – იყო პასუხი, დაისხა ერთი, ჭიქა ბელადი ადღეგრძელა, გადაკრა და საუბარი განაგრძო. ცოტა ხანში სტალინმა ისევ შესთავაზა დალევა, ზასიადკომ ეს ჭიქაც მოინელა და მშვიდად განაგრძო ლაპარაკი. ბელადის მესამე შეთავაზებაზე, ზასიადკომ ჭიქა გასწია და უთხრა: ზასიადკომ თავისი ზომა იცის.

მეორე დღეს პოლიტბიუროს სხდომაზე ისევ დაიწყო მინისტრობის კანდიდატების გარჩევა, ისევ მის სმაზე გამახვილდა ყურადღება. ამ დროს სტალინი ოთახში ბოლთას სცემდა და მშვიდად გადაულაპარაკა სხდომის მონაწილეებს.

– ზასიადკომ ზომა იცის.

მას შემდეგ ზასიადკო დიდი ხნის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქვანახშირის მრეწველობის სამინისტროს.

9. სიხარბე

ერთი გენერალ-პოლკოვნიკი საომარი მდგომარეობის შესახებ მოხსენებას აკეთებდა. როდესაც სათქმელი მოათავა, ერთ ხანს კიდევ შეყოვნდა. სტალინმა ჰკითხა, კიდევ რამე ხომ არ გინდათო.

გენერალმა მოახსენა, გერმანიაში რაღაც ნივთები შევარჩიე ჩემთვის, მაგრამ საზღვარზე არ გადმომატანინეს და გთხოვთ, დამეხმაროთო. სტალინმა მოხსენების დაწერა სთხოვა და შემდეგ რეზოლუცია დაადო. გენერალი მადლობებში დაიღვარა. სტალინმა უთხრა, სამადლობელო არაფერია, რეზოლუცია წაიკითხეო.

იქ კი ეწერა: „მიეცით პოლკოვნიკს მისი ბარგი-ბარხანა”.

გენერალმა ბელადს შებედა: „ამხანაგო სტალინ, აქ შეცდომაა, მე პოლკოვნიკი კი არა, გენერალ-პოლკოვნიკი ვარო”.

სტალინმა მშვიდად ახედა და უპასუხა: „მანდ შეცდომა არ არის, ამხანაგო პოლკოვნიკო”.

10. თანამშრომლები

ადმირალი ისაკოვი 1938 წლიდან სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისრის მოადგილედ მუშაობდა. ერთხელ 1946 წელს მას სტალინმა დაურეკა და უთხრა, მთავარი საზღვაო შტაბის უფროსად გადავწყვიტეთ თქვენი დანიშვნაო.

ისაკოვმა უპასუხა: „ამხანაგო სტალინ, უნდა გითხრათ, რომ სერიოზული ნაკლი მაქვს, ერთი ფეხი მაქვს ამპუტირებული”.

– „ეს ერთადერთი ნაკლია, რისი თქმაც ჩემთვის გინდოდათ?” – შეეკითხა ბელადი. დიახო მიუგო ისაკოვმა.

– „თქვენს წინამორბედს საერთოდაც თავი არ ჰქონდა, მაგრამ რაღაცას მაინც ახერხებდა, თქვენ კი მხოლოდ ფეხი გაკლიათ, ამდენად საშიში არაფერია”.

11. კორუფცია.

ომის შემდეგ სტალინმა გაიგო, რომ ვინმე პროფესორმა კ-მ მოსკოვის შემოგარენში უშველებელი აგარაკი ააშენა. მან პროფესორი გამოიძახა და ჰკითხა: „მართალია, რომ რამდენიმეათასიანი აგარაკი აიშენეთ?!” – „მართალია, ამხანაგო სტალინ”, – უპასუხა პროფესორმა. – „დიდი მადლობა საბავშვო სახლის ბავშვების სახელით, რომლებსაც ეს შენობა აჩუქეთ” – უპასუხა სტალინმა და პროფესორი ლექციების წასაკითხად ნოვოსიბირსკში გაამწესა.

12. უცხოური პრესა

1936 წლის შემოდგომაზე, დასავლეთში გაავრცელეს ცნობა, თითქოს სტალინი გარდაიცვალა. „ასოშიეიტედ პრესის” კორესპონდენტმა ჩარლზ ნიტერმა გადაწყვიტა, ინფორმაცია გადაემოწმებინა. მივიდა კრემლში და სტალინისთვის გადასაცემად წერილი დატოვა, სადაც ითხოვდა, დაედასტურებინათ და უარეყოთ ეს ცნობა. სტალინმა მაშინვე უპასუხა: „პატივცემულო ბატონო! როგორც უცხოური გაზეთებიდან შევიტყვე, კარგა ხანია ეს ცოდვილი დედამიწა დავტოვე და იმიერ ქვეყანაში გადავსახლდი. ვინაიდან უცხოური მასმედიის სანდოობაში ეჭვის შეტანა ძნელია, გთხოვთ, ირწმუნოთ ეს ცნობა და ამიერიდან აღარ დაარღვიოთ ჩემი იმქვეყნიური იდილია. 26 ოქტომბერი; 1936 წ.

პატივისცემით, ი. სტალინი”.

13. ჰერალდიკა

ერთხელ უცხოელი ჟურნალისტები შეეკითხნენ სტალინს:

– სომხეთის გერბზე არარატის მთა რატომაა გამოსახული, ის ხომ თურქეთის ტერიტორიაზეა?

სტალინმა უპასუხა:

– თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული, ვითომ მთვარე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს?

14. რეგლამენტი

უკრაინის სოფლის მეურნეობის სახ. კომისარი პოლიტბიუროში დაიბარეს, მან იკითხა:

– როგორ უნდა მოგახსენოთ, მოკლედ თუ დაწვრილებით?

– გნებავთ, მოკლედ, გნებავთ, დაწვრილებით, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ რეგლამენტი 3 წუთია – უპასუხა სტალინმა.

15. ოპერა

დიდ თეატრში გლინკას „ივანე სუსანინის” ახალი დადგმა მზადდებოდა. კომისიის წევრებმა, ბოლშაკოვის ხელმძღვანელობით, მოისმინეს და გადაწყვიტეს, ფინალი ამოეღოთ, სადაც იყო ასეთი ფრაზა: „იდიდე, რუსო ხალხო!” მიზეზად მოიდეს, რომ ეკლესიური და ზედმეტად პატრიარქალურიაო…

მოახსენეს სტალინს.

„- მოდით ასე მოვიქცეთ, ფინალი დავტოვოთ, აი, ბოლშაკოვი კი მოვხსნათ”.

16. პრიორიტეტები

როდესაც ფიქრობდნენ, როგორ მოქცეოდნენ გერმანულ ფლოტს, სტალინმა წინადადება შეიტანა, გაეყოთ. ჩერჩილმა თქვა – ჩავძიროთო. მაშინ სტალინი მიუტრიალდა ბრიტანელს და მიუგო: „სწორია, აი, თქვენი წილი ადექით და ჩაძირეთ”.

17. ფსევდონიმები

სტალინი სამხატვრო თეატრში სპექტაკლის პრემიერაზე მივიდა. მას დახვდა სტანისლავსკი, ხელი გაუწოდა და თავისი ნამდვილი გვარით წარუდგა: ალექსეევი. „ჯუღაშვილი”, – უპასუხა სტალინმა და თავის ადგილს მიაშურა.

18. ამბიციები

პოტსდამის კონფერენციაზე ჰარიმანმა სტალინს უთხრა: „მას შემდეგ, რაც 1941 წელს გერმანელები მოსკოვიდან 18 კილომეტრში იყვნენ, ალბათ, სასიამოვნოა დამხობილი ბერლინის გაყოფა?”

სტალინმა უპასუხა: „მინდა, შეგახსენოთ, რომ მეფე ალექსანდრე პარიზამდე მივიდა”.

19. ამინდის პროგნოზი

სტალინმა მეტეოროლოგებს ჰკითხა, რამდენი პროცენტით იცნობთ ამინდსო:

– 40 პროცენტით, ამხანაგო სტალინ.

– თქვენც ადექით და უკუღმა ილაპარაკეთ და 60 პროცენტი გამოგივათ.

20. მონდომება

ომის დროს სტალინმა ბაიბაკოვს უბრძანა, ნავთობის ახალი საბადოები მოეძიებინა. ბაიბაკოვმა ხელები გაასავსავა, შეუძლებელიაო. ამაზე სტალინმა უთხრა: „იქნება ნავთობი, იქნება ბაიბაკოვი, არ იქნება ნავთობი, არ იქნება ბაიბაკოვი!”

სულ მალე ორი საბადო აღმოაჩინეს თათრეთში და ბაშკირეთში.

Leave A Reply

Your email address will not be published.