უცნობი რუსული ავტომობილები

ეს არის АЗЛК-ის ქარხნის მიერ 1988 წელს წარმოებული ავტომობილი, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარადაა წარმოდგენილი, სერიულ წარმოებაში კი არასდროს ჩაშვებულა. როგორც ფოტოზეც ხედავთ, მანქანას არ აქვს ცენტრალური საყრდენი. აქვს ორი გრძელი კარი, რომლებიც ვერტიკალურად, ზემოთ იღება. სხვათა შორის, ამ მანქანას ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.
ეს კი ვაზ 2106-ის ბაზაზე შექმნილი პიკაპია. პერსპექტივაში (მხოლოდ პერსპექტივაში) მას სრული ამძრაობაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ქარხნის დირექციამ ეს კონცეპტი პირველივე ნახვის შემდეგ დაიწუნა.
ეს გახლავთ 1988 წელს, რუსების მიერ პარიზის ავტოშოუზე წარდგენილი სატვირთო ავტომობილი ”მაზ პერესტროიკა”, რომელსაც ხსენებულ გამოფენაზე სულაც არ ჰქონდა უარყოფითი გამოხმაურება, მაგრამ რუსებმა სერიული წარმოება მაინც არ (ან, ალბათ უფრო ვერ) დაიწყეს.
ვაზ 2103 საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი იყო და, როგორც ხედავთ, რუსებს მისი კომბი-ვერსიის გამოშვებაზეც სერიოზულად უფიქრიათ. ამ იდეის მიზანი უფრო ევროპის ბაზარი იყო. შეიქმნა სულ სამი ეგზემპლარი, სერიული წარმოება კი არასდროს დაწყებულა.
ეს კი სპორტული ავტომობილის შექმნის მცდელობაა, თანაც, 1939 წელს. შეიქმნა ЗИС-ის ქარხანაში, ЗИС-101-ის შასიზე.
ამ მანქანის პრემიერა მოსკოვის საავტომობილო გამოფენაზე 1996 წელს შედგა. ეს არის Lada 21109-ის გრძელი ვერსია (650 მმ-ით). ”კონსულები” მხოლოდ სპეც-შეკვეთით იწარმოებოდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ შეკვეთები არ ყოფილა – მხოლოდ თითო-ოროლა ეგზემპლარი შეუკვეთეს.
80-იანი წლების ბოლოს ”კაბრიოლეტებზე” მოთხოვნა გაიზარდა და ამ სეგმენტში შებიჯება რუსებმაც გადაწყვიტეს, მაგრამ არც ”ლადა სამარა სან რემო” გამოდგა წარმატებული მოდელი.
ვაზ-ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კონცეპტი. ალბათ ამიტომაც დაარქვეს X. ფაქტია, რომ ასეთი მინივენის შექმნაზე ფიქრობდნენ რუსები 1990 წელს.
სარბოლო ავტომობილი Москвич-Г2-405 შეიქმნა 1956 წელს. ჰქონდა ალუმინის ძარა. 1956 წელს ამ მანქანით ქარხნის მრბოლელბა იური ჩვიროვმა საბჭოთა კავშირის მასშტაბით სისწრაფის სამი რეკორდი დაამყარა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 223 კმ/სთ გახლდათ.
ეს კი რუსების შედარებით თანამედროვე, 2007 წლის კონცეპტია, რომელიც ავტოვაზმა კანადურ კომპანია Magna International-თან ერთად შექმნა. კონცეპტუალურ მოდელს BMW-ს მუხრუჭები აქვს, სავარძლები და მულტიმედიური სისტემა ”ფოლკსვაგენის” ჩაუდეს, საჭე კი ”აუდისგან” აიღეს. Lada C-ს პროექტი 2009 წელს დაკონსერვდა და დღემდე არ ”განკონსერვებულა”.