უცნობი თბილისური ისტორია : ქუჩიშვილის ქუჩის კატები

ამ , ადგილზე დიდი ხნის წინათ, ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც კატები ძალიან უყვარდა ( ისევე,როგორც სხვა უამრავ მარტოხელა მოხუცს ) და რამდენიმე ფისოც ჰყავდა. ერთხელ, შინ დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სახლში ხანძარი გაჩენილიყო, მისი კატები გარეთ დამწკრივებულიყვნენ და შემზარავად კნაოდნენ. მოხუცმა წამოიძახა: კნუტები სად არიანო? და სახლში შევარდა ახალდაბადებული კნუტების გადასარჩენად (იმის შესახებ, თუ რატომ არავინ შეუშალა ხელი მის ამ გმირულ-სასოწარკვეთილ ქმედებას,ისტორია დუმს… ) ამის შემდეგ, ეს მოხუცი აღარავის უხილავს. ლეგენდის თანახმად ის კატად გადაიქცა და ახლა მე-4 ან მე-5 სიცოცხლით ტკბება.
ნებიემიერი ფიქრის გორელი გეტყვით, რომ ამ სახლის კიბეები კატების “ბირჟაა”: წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში აქ ერთიდან 15-მდე კატის ნახვაა შესაძლებელი. არ ეპუებიან არც წვიმას, არც თოვლსა და არც ყინვას. თუმცა,ვფიქრობ, მზის სხივებზე ნებივრობა უფრო უნდა მოსწონდეთ,როგორც ამ ფოტოზე,სადაც ოქტომბრის მზეს ეფიცხებიან.

 

mediamall.ge

Comments
Loading...