უცნობმა ბიჭმა ქუჩაში წაქცეულ მცენარეს, ქოთანში მიწა შიშველი ხელებით ჩაუყარა (ვიდეო)

თბილისში,  დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე, 14 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე, მიკროსაფინანსო კომპანია „ჯეოკაპიტალის“ თბილისის ფილიალის წინ მდგარ ყვავილის ქოთანს დაუდგენელი ავტომობილი დაეჯახა რის შედეგადაც ქოთანი  გადააყირავა. ერთი საათის შემდეგ ქუჩის ამ მონაკვეთში გამვლელმა უცნობმა ახალგაზრდამ შენიშნა წაქცეული ქოთანი, გაასწორა, მცენარე უკან დააბრუნა და ქოთანში მიწა შიშველი ხელებით ჩაყარა.
მიკროსაფინანსო კომპანია „ჯეოკაპიტალმა“ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც მოუწოდებს საზოგადოებას, დაეხმარონ ამ ახალგაზრდის პოვნაში, რათა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადონ.
„გვინდა ამ ახალგაზრდას, სამაგალითო მოქალაქეს გადავუხადოთ სათანადო მადლობა და ამით შევახსენოთ სხვებსაც, რომ კეთილი საქმე არასდროს რჩება შეუმჩნეველი, რომ სიკეთე გადამდებია“, – აცხადებენ კომპანიაში.

https://www.youtube.com/watch?v=yUqUlm0s-5M

 

წყარო: სითი კვირა

Comments
Loading...