უწყებებს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება ჰქონდათ, სუს-იც დაემატა

უწყებებს, რომელთა ხელმძღვანელებსაც ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება ჰქონდათ, სუს-იც დაემატა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, შესაბამისი ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში “სამოქალაქო ან სამსახურებრივ საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის დადგენილებაში. “მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იყო ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც უფლება აქვთ ჯილდოდ იარაღის გადაცემის. ამ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური”, – განუმარტა ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილმა.

Comments
Loading...