ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, სააკაშვილი მზად არის ახალი პარტია შექმნას

ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, მზად არის ახალი პარტია სახელწოდებით „ხვილია “ („ტალღა“) შექმნას.

“ჩვენს მიზანს წარმოადგენს ვადამდელი არჩევნები უმოკლეს ვადებში…მე მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და მშვიდობას დავამყარებთ. ჩვენ ვქმნით ახალ, ფართო პოლიიტკურ ძალას. ჩვენ მიზანს ე.წ. ელიტების შეცვლა წარმოადგენს, რომლებიც სინამდვილეში “ბარიგები” არიან, რომლებიც მთავრობას და პარლამენტს აკონტროლებენ. ჩვენ არ მივიღებთ არავის, ვინც პარლამენტში ერთ ვადაზე მეტჯერ იყო, ვინც სახელმწიფო სამსახურში ორ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა, არ იქნებიან ბიზნესმენებიც”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=W1ks05eUxBk

ყოფილი გუბერანტორის თქმით, მას არ ექნება მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, არამედ მხოლოდ ხალხთან.

მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.

Comments
Loading...