ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა ადვოკატი სასტიკად სცემეს

როგორც ადვოკატები აცხადებენ, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე პოლიციის უფროსის კაბინეტში სასტიკად სცემეს. პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ადვოკატმა თავის დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს, დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. როგორც ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, ადვოკატ მდინარაძის ცემაში უშუალოდ მონაწილეობდა პოლიციის უფროსი. ნაცემი ადვოკატი, სხეულის დაზიანებებით ამ წუთებში საბურთალოს ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.