ვაკეში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილს ჭრილობები მარცხენა მხრის არეში აღენიშნება

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას დაჭრილი ი.ნ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ინფო 9“-ს თბილისის სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულს საშუალო სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებოდა.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, მამაკაცს ჭრილობები მარცხენა მხრის არეში აქვს მიყენებული.

თვითმხილველების თქმით, ვაკეში, შავი ფერის ჯიპს თავს ერთი პირი დაესხა, რომელსაც თავზე სავარაუდოდ, მაისური ჰქონდა მოხვეული.

თვითმხილველების ინფორმაციითვე, თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა.

შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფი მეორე პირი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ადგილზე აცხადებენ, თავდამსხმელი ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით გაიქცა.

„ინფო 9“-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტი ს.ჯ-ა.

Comments
Loading...