ვაკეში სააკაშვილის, ბოკერიას, ჩერგოლეიშვილის, თარგამაძისა და გაბაშვილის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, თამარ ჩერგოლეიშვილის, გივი თარგამაძისა და გოკა გაბაშვილის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა. ყველა პოსტერზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გარდა, ქათმები ფიგურირებენ.
პლაკატებზე არის წარწერები: “გაუკუღმართებული ქათმების პარტია”, “მეფე ქათამთა შიშველია”, “ქათმიორალური მოძრაობა”, “ქათმების პარტია-ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ!”.
პლაკატები გამოკრულია ავტობუსების გაჩერებაზე, ილიაუნის მიმდიბერე ტერიტორიაზე, ლიგამუსის ვერანდაზე და მიწისქვეშა გადასასვლელში.

Comments
Loading...