ვახტანგ ბეგიაშვილი – “ძალიან ვნანობ…”

“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს:
– ძალიან ვნანობ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებაში ჩემი წვლილიც რომ არის;
– ძალიან ვნანობ 31 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონის არჩევნებში, კერძოდ იორმუღანლოში ვნახე კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კორდინატორებად (ზონდერებად) მუშაობდნენ, ბიძინა ივანიშვილს ღიად აგინებდნენ, ებრძოდნენ და დღეს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები ვართო გაიძაოდნენ;
– ძალიან ვნანობ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი როდესაც ჩასული იყო საგარეჯოში, მაშინდელმა მმართველმა პარტიამ (ნაციონალებმა) დაახვედრა მანქანებით ადგილობრივი ზონდერები და სიგნალებითა,უცენზურო სიტყვებით მთელი კოლონა შეესია ბიძინა ივანიშვილს და არ აძლევდნენ შეხვედრის ჩატარების უფლებას;
–ძალიან ვნანობ, როდესაც ირმა ინაშვილს დაუპირისპირდა მთელი სახელისუფლებო მანქანა (ჯარი, სერგეენკო, კალაძე, სოფლის რწმუნებულები და სხვა) და გაუყალბეს არჩევნები;
– ძალიან ვნანობ, როდესაც საგარეჯოს არჩევნების გაყალბებეზე ხმას არ იღებენ კოალიცია “ქართული ოცნებაში” შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები (სხვათაშორის მათ ხელისუფლებაში მოსაყვანად ირმა ინაშვილმა თავი გადადო);
– ძალიან ვნანობ, რადგან ზუსტად ვიცი 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია “ქართული ოცნება” პატრიოტთა ალიანს მოაკითხავს თქვენი ხმები გვჭირდება ხელისუფლება, რომ შევინარჩუნოთო;
– ძალიან ვნანობ……. გაგრძელება იქნება.”

წერს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ბეგიაშვილი

Comments
Loading...