ვახტანგ ხმალაძე: ის, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, არასწორი მოსაზრებაა!

„როგორ შეიძლება, ასე ითქვას?! თუ ვინმე ვინმეს მიმართავს რჩევისთვის, ეს არავისთვისაა გასაკვირი, ასეთი რამ ყოველთვის ხდება. ის, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია და განსაზღვრავს ყველაფერს, მიმაჩნია, რომ არასწორი მოსაზრებაა და ასეთ პოზიციას ვერანაირად ვერ გავიზიარებ. ყველა ადამიანი მიმართავს ვიღაცას რჩევისთვის, მაგრამ მე პირადად არასდროს მიმიმართავს ბიძინა ივანიშვილისთვის. ისე, როგორც მე განვსაზღვრავ, ვისი რეკომენდაცია და რჩევა მჭირდება, ასევე თვითონ უნდა განსაზღვროს „ქართული ოცნების” თითოეულმა წევრმა, ამის სრული უფლება აქვთ”, – ამბობს ხმალაძე.

Comments
Loading...