ვახტანგ ყოლბაიამ პარლამენტში წლის სამუშაო ანგარიში წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელი შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. ვახტანგ ყოლბაიამ საკუთარ გამოსვლაში წლის საქმიანობაზე, სტრატეგიულ მიმართულებებზე და სოციალური ხასიათის პროექტებზე ისაუბრა. პრიორიტეტად ჯანდაცვისა და სოციალური სახის დახმარება აღინიშნა.
აღსანიშნავია,რომ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს სამედიცინო პროგრამებს,რომლითაც ბენეფიციარები უფასოდ სარგებლობენ.ასევე მიმდინარეობს საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები, რომელსაც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს.
ვახტანგ ყოლბაიამ გამოსვლაში დიდი ყურადღება აფხაზეთის მთავრობის პოლიტიკურ საქმიანობას მიანიჭა, რომელიც ეთნიკურად აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას ემსახურება.

Comments
Loading...