ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბიძინა კუჭავა ბრალდებულად ოფიციალურად ცნეს

ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბიძინა კუჭავა ბრალდებულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ოფიციალურად ცნო. ცოტა ხნის წინ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე საზარელი მკვლელობის დეტალებზე ისაუბრეს.

როგორც ცნობილი ხდება კუჭავამ ვაჟ-ფშაველაზე ბინა, რომელშიც ქირია მოკლული იპოვეს წინასწარ დაიქირავა. მან შეიძინა მკვლელობის იარაღი და ჩაიდინა დანაშაული, რის შემდეგაც სპეციალური ხელსაწყოებით გვამის დანაწევრება სცადა. კუჭავა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ში განმარტავენ, რომ მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა კუჭავას შესახებ შეიტყვეს და ის ძებნაში იმყოფებოდა მისი გაჩერება სცადეს სანაპიროსთან. სწორედ ამ დროს ბიძინა კუჭავამ საკუთარი იარაღით თავი მოიკლა.

სამართალდამცველების ინფორმაციით მომხდარი ქირიას სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდება.

მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

Comments
Loading...