ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ

სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურორის ცხედარს ამ დრომდე უტარდება ექსპერტიზა. პროცესის დასრულებას ვახტანგ ქირიას ახლობლები ელოდებიან.

ქირიას ოჯახის წევრები გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროკურორმა თავი მოიკლა გამორიცხავენ.

პროკურორის ოჯახის წევრებს არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია არის თუ არა ქირია მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით. არსებობს ინფორმაცია, რომ პროკურორს რამდენჯერმე ესროლეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.