ვაკის პარკში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ე.წ. ღამის მგლებს მაისური აჩუქა

რუსმა ბაიკერებმა, ე.წ. ღამის მგლებმა, რომლებმაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს, ვაკის პარკი უკვე დატოვეს.

პარკში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის თქმით, მას დედა რუსი ჰყავს, “ღამის მგლების” წარმომადგენლებს მაისური, წარწერით „საქართველო“ აჩუქა.

“ჩვენ მხოლოდ სტუმრად მოვედით ქვეყანაში, რომელიც პირადად მე ძალიან მიყვარს და მრავალი წელია, ჩამოვდივარ. ჩვენ დღეს მივდივართ და არ შეგვეძლო, აქ არ შემოგვევლო და პატივი არ მიგვეგო გმირებისთვის. მე პოლიტიკოსი არ ვარ, უბრალოდ პატივს მივაგებ ჩვენს გმირებს. “ღამის მგლებს” მხარს ვუჭერ, ისინი ჩემი მეგობრები არიან”, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მათგანმა რომან ვარანცოვმა.

Comments
Loading...