ვალერი გელბახიანი: მათ ხელში უკვე ორი ტელევიზიაა – „მაესტრო“ და „იმედი“

რატომ ხედავენ „მაესტროს“ გარშემო განვითარებულ მოვლენაში პოლიტიკურ სარჩულს? რატომ ხდება, რომ წინასაარჩევნოდ მორიგ ტელევიზიაში ხდება დაპირისპირება და რატომ ფიგურირებენ ისევ პოლიტიკოსები ამ აჟიოტაჟში? როგორც ჩანს საზოგადოების და ჟურნალისტების ნაწილს მიავიწყდა ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომ ვხედავთ ამ პროცესებში პოლიტიკურ სარჩულს. გაჩეჩილაძეების გააქტიურებაზე ჯერ კიდევ ვალერი გელბახიანი ალაპარაკდა და ისიც კი სთქვა, რომ „მაესტრო“ „იმედთან“ ერთად მათ ხელში გადავაო.

-„სულ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა- ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე, იგივე გრეჩიხა. მათ ხელში უკვე ორი ტელევიზიაა- „მაესტრო“ და „იმედი“-ეს განცხადება ვალერი გელბახიანმა გაზეთ „ასავალ–დასავალთან“ 27 იანვარს გააკეთა.

არის თუ არა ეს ყველაფერი გელბახიანის სიტყვების საფუძველი და მართლაც მოდის თუ არა პოლიტიკაში კიდევ ერთი ძალა-პატარკაციშვილის ჯგუფი? ამ ფონზე კი მაესტროს გადაყენებული დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მას შავი ჯიპიდან უთვალთვალებენ. მისივე თქმით მანქანის ნომერი არ დაუმახსოვრებია, თუმცა ფოტო გადაუღო.

-„მაესტროს შენობასთან მე დამხვდა შავი ჯიპი, რომელიც მიღებდა ფოტოებს და გამომყვა იუსტიციის სახლში. ჯერ თქვა რომ ვიღაცის თაყვანისმცემელი იყო , მერე თქვა რომ კომპიუტერის გასაკეტებლად იყო მოსული. ანუ სუს-ი და სპეცსამსახურები ისევ არიან მოქმედებაში. ერთი და იგივე ადამიანი დამხვდა ორივეგან შავი ჯიპით, რომელიც არის უკვე საკრალური და მიღებდა ფოტოებს, ფოტომოდელი ვარ თუ ვის რაში უნდა ჩემი ფოტო ?“- განაცხადა ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

Comments
Loading...