ვალერი ჭიპაშვილი – დასავლეთი მალე დაინახავს რაოდენ საჭიროა რუსეთი მათთვის

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტები მხოლოდ საფრანგეთის საზღვრებით არ შემოიფარგლება და ეს ყოველივე მეტასტაზებივით მოედება მთელს ევროპას. მიგრანტების ნაკადმა გამოიწვია ტერორისტული დაჯგუფებების შესვლა ევროპის ქვეყნებში, რასაც სამწუხარო და სავალალო შედეგი მოყვა. რამ გამოიწვია ყოველივე ეს? უგუნური პოლიტიკისა და პოლიტიკოსების დამღუპველმა ამბიციებმა, დაპირისპირებოდნენ სირიის ხელისუფლებას და ამით გამოეწვიათ ისეთი ტერორისტული დაჯგუფება, როგორიც “ისლამური სახელმწიფოს” სახით მივიღეთ. დასავლეთი მალე დაინახავს რაოდენ საჭიროა რუსეთი მათთვის, რათა ერთად აღუდგნენ ამ ბოროტებას. რუსეთის თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა ევროპელი ლიდერთა მხრიდან, მინიმუმ არის სიბეცე, მაქსიმუმ დანაშაული.”

წერს ვალერი ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.