ვალერი ჭიპაშვილი – დღითიდღე იზრდება “ქინძის” პოპულარობა ქართულ პოლიტიკაში

“დღითიდღე იზრდება ქინძის პოპულარობა ქართულ პოლიტიკაში. აქამდე თუ ხადური ახსენებდა მარტო და იმასაც ჩაშუშულ ქათამთან და ლოქოსთან ურთიერთმიმართებაში, ახლა იმდენი ადამიანი ახსენებს, რომ უკვე ტვინს ქინძავენ. მოკლედ არ გრცხვენიათ ამდენი შეურაწყოფა? სააკიანს კიტრად მოაქვს თავი და თქვენ კიდევ ქინძიო. ჯერ პრემიერმა ღარიბაშვილმა მოიხსენია ქინძად, ახლა უკვე ვიცე პრემიერმა კალაძემ. მერე სოფლის მეურნეობის მინისტრიც იტყვის: აგერ უკვე მხოლოდ რუსეთში კი არა უკრაინაშიც მოვახდინეთ ქინძის ექსპორტიო. მერე რომელიმე ზრდილობიანი დეპუტატი იტყვის: “იმენა ქინძია ბოზი ვიყოო” და ბოლოს ისე გააიგივებენ სააკიანს ქინძთან, რომ ბადაშვილი რომელიმე საკანს გათოხნის და იქ ჩათესავს. ბოლოს და ბოლოს სააკიანმა ქინძი თქვა და არა ნიახური, თორემ მაგის მეორედ მოსვლას რა აიტანდა :).”

წერს ვალერი ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...