ვალერი ჭიპაშვილი – მოსახლეობაში ნიჰილიზმის განწყობა უფრო მეტად ღრმავდება

“მოსახლეობაში ნიჰილიზმის განწყობა უფრო მეტად ღრმავდება, რაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა საგარეჯოს არჩევნებმა. ის ხალხი, ვინც მართლაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ებრძოდა იმ კრიმინალებს და საკუთარ თავზე ბევრი ხელკეტიც იგემეს, ოცნებამ გარიყა საკუთარი რიგებიდან. სამაგიეროდ შეიერთა ის ხალხი, ვინც ყოველთვის და ყველა ხელისუფლების დროს კარგად გრძნობდა თავს საკუთარ კაბინეტებში. საბოლოოდ ძალიან მწარედ დაასრულებენ ეს ხელისუფლებაც მართველობას. სააკიანსაც ეგონა მთელი ცხოვრება ხელისუფლების სათავეში იქნებოდა წამოსკუპებული ხალხის დაშინების ხარჯზე, მაგრამ საბოლოოდ ალაგმეს. იგივე ელოდება ამათაც!!!! თუ გასვლა არის ქუჩაში ეს უნდა იყოს ბოლომდე დგომა და ბრძოლა ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში გინდა გადი გინდა ნუ გახვალ, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ნოლი იქნება!”

წერს ვალერი ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.