ვალერი ჭიპაშვილი – სამართლიანობის აღდგენა საიდან უნდა დაწყებულიყო იცით?

“სამართლიანობის აღდგენა საიდან უნდა დაწყებულიყო იცით? როდესაც კვლავაც უტიფრად აცხადებს საქართველოს დამაქცევარი სიგუა, რომ არ ნანობს ზვიადი რომ გააქცია. ასევე თბილისის დანგრევის ორგანიზატორი კიტოვანი, რომ არხეინად დანავარდობს და არავინ პასუხს არ სთხოვს. თავის დროზე ის შევარდნაძეც უნდა გამოეთრიათ კაბინეტიდან და მასთან ერთად დაესაჯათ თავისივე აღზრდილი ხროვა, რომლებიც ამჟამად დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე გვესაუბრებიან. გერმანიის მაგალითი ავიღოთ თუნდაც. რატომ არის ეს ქვეყანა ევროპაში წამყვანი სახელმწიფო? რადგანაც მათ მოაწყვეს ნიუნბერგის პროცესი და დამნაშავეები სრული სისასტიკით დასაჯეს, რომ შემდეგ თაობას დაენახა როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაურები ხელისფლებაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულზე და ამით ავაშენოთ მომავალი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ დანაშაულებები, რომლებიც ჩავიდინეთ და არ დავუშვათ იგივე განმეორდეს მომავალში. ჩვენ არ უნდა ვიძახოთ მხოლოდ სიტყვით, რომ ყველაზე მაგრები ვართ, ეს უნდა დავამტკიცოთ საქმით ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე!!!! არავითარი ხელისუფალი,რომლებიც სათავეში მოვლენ არ უნდა “გავაპრავოთ” და ორმაგი სტანდარტებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. დროა ვისწავლოთ, რომ ორჯერ ორი არის ოთხი და არა ხუთი ან ექვსი”

-წერს ვალეღი ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.