ვალერიან გორგილაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევა გარდაუვალია

„ნაციონალურ მოძრაობაში” ნამდვილად იქნება რღვევა. პარტიაში მწიფდება კონფლიქტი ე.წ. ორთოდოქს-რადიკალებსა და პროგრესისტებს შორის”,- ამის შესახებ ექსპერტი ვალერიან გორგილაძე „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს. როგორც გორგილაძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის” რღვევა გარდაუვალია.

„ერთი მხრივ, ესენი არიან წევრები, რომლებიც სააკაშვილს წარმოადგენენ, მეორე მხრივ კი, არის ბოკერიას ჯგუფი. ჯერჯერობით, პირობითია ამ ჯგუფების კონფიგურაცია და ისე ჩანს, რომ სააკაშვილის მომხრეები უმცირესობაში არიან. მოკლედ, არაერთი სიმპტომი ჩანს უკვე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ პარტიაში რღვევა გარდაუვალია”,- განაცხადა გორგილაძემ.
წყარო: კვრის პალიტრა

Comments
Loading...