ვარდები,ეკლები ..12 წელი “ვარდების რევოლუციიდან”

2003 წელს ქართველმა ხალხმა მასობრივი გამოსსვლები მოაწყო,რომელიც რევოლუციით დასრულდა რომელსაც “ვარდების რევოლუცია უწოდეს”. რევოლუციის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი,ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე იყვნენ.

2003 წლისთვის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება მნიშვნელოვანად შესუსტებული იყო. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს, უკვე 2000 წლიდან დაიწყო დაშლა. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “მოქალაქეთა კავშირი” დამარცხდა. თბილისში არჩევნები მოიგეს “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ხოლო საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში – “მემარჯვენეებმა”. სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი შექმნა ზურაბ ჟვანიამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია “გაერთიანებული დემოკრატები” დამარცხდა თვითმმართველობის არჩევნებში 2002 წელს, 2003 წლის დასაწყისიდან მან მოახერხა ანგარიშგასაწევი ბლოკის ჩამოყალიბება. ჟვანიასთან გაერთიანდნენ “საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი” აკაკი ასათიანის მეთაურობით და პოპულარული პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით “ბურჯანაძე – დემოკრატები”. ვარდების რევოლუციის შემდეგ ნინო ბურჯანაძე საქართველოს დროებითი პრეზიდენტი გახდა.

არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2005 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ედუარდ შევარდნაძე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი იქმნიდა მნიშვნელოვან პლაცდარმს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. 2003 წლისთვის პრეზიდენტობის სურვილი დაფიქსირებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და შალვა ნათელაშვილს.ვარდების რევოლუციამ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა უკონკურენტო ლიდერად აქცია, რამაც საბოლოოდ ნაციონალური მოძრაობის ცხრა წლიან მმართველობას ჩაუყარა საფუძველი.
1353676701_trio432

ac10da4fc61fBCC3BB35-F69E-421E-8071-A6296C4652D3_mw1024_s_ncms-image-000019421revoluciaTbilisi_crowd_before_parliamenttimthumb16_whiteroses2211

Leave A Reply

Your email address will not be published.