ვაშაძის, ხადურის, ჯანყარაშვილის საერთო ფოტო – რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი

რა აზრის არის ფოტოზე, რომელიც გავრცელდა მედიასივრცეში და რომელზეც გიორგი ვაშაძე, ნოდარ ხადური და ზვიად ჯანყარაშვილი გონიოში, ერთ-ერთ ბარში იყვნენ გადაღებული – რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე დასმულ ამ შეკითხვას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

”როგორც ჩანს, ცოლები მეგობრობენ, ან ბავშვები და სადღაც ფოტო გადაიღეს, ეგ მე მგონი არაფრის მთქმელი არ არის, მაგრამ ისე ვაშაძეს ჩაეთვალა, კარგი ფინტი ჩაუტარა ”ქართულ ოცნებას”. ახლა რომ უნდათ აჩვენონ ეს და სიტუაციის აღრევა შემოიტანონ, მათ ვპასუხობ, რომ ეს არის პირველი ”ნაციონალური მოძრაობა” და ბურჭულაძეც იქ მივიდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის განცხადებითვე, მას ჰქონდა მცდელობა, რომ პაატა ბურჭულაძეს დაახლოვებოდა, თუმცა მასთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მივიდა:

”5-10 წუთით მოვიდა და მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა”, – აღნიშნა ივანიშვილმა

წყარო: “მარშალპრესი”

Comments
Loading...