ვაჭრობის თავისუფლების კუთხით საქართველო 178 ქვეყანას შორის მე-3 ადგილზეა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის რეიტინგებში, რომელიც ეკონომიკის თავისუფლების ინდექსს იკვლევს, საქართველო ოთხი ადგილით გაუმჯობესებულ პოზიციას დაიკავებს და 178 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა. ძირითადი საკითხი შეეხება ქვეყანაში ვაჭრობის თავისუფლების საკითხს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში მთავრობის ჩარევის თემას ეხება.

“სავაჭრო პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დევალვაციასთან ერთად არ გვქონდა ინფლაციური მომენტები, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ გვიღიარა. მსოფლიოში 178 ქვეყანას შორის მე-3 ადგილზე ვიქნებით ვაჭრობის თავისუფლებით”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა 2015 წელის მონაცემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში 2015 წელს ექსპორტ-იმპორტი შემცირდა.

“შემცირება არის საკმაოდ ჯანსაღი. შემცირება არის მოხმარების ნაწილში და არა კაპიტალური ინვესტიციების ნაწილში”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.