ვაჟა ოთარაშვილი: ვინ არის ამ ქვეყანაში ბედნიერი? ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები

საქართველო წინასაარჩევნი ფაზაში შედის და დაძაბულობაც იზრდება. “ქართული ოცნების” პოლიტიკითა და კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან იმედგაცრუებული ქართველი საზოგადოება აღშფოთებას ვერ მალავს. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები რესპუბლიკური პარტიის აღზევებას ეწინააღმდეგებიან და ხშირად სიბრაზესაც ვერ მალავენ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოეტი ვაჟა ოთარაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ვაჟა, “ქართული ოცნების” ახალ საპარლამენტო სიაზე ბევრს საუბრობენ. ამბობენ, რომ ყველაზე მეტი ამბიცია რესპუბლიკელებს აქვთ. ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, გვაქვს რესურსი, პარლამენტი ჩვენი წევრებით დავაკამპლექტოთო…

_ თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, შადიმანებისა და ფარსადანების სიმრავლე ყოველთვის იყო, ამიტომაც სამშობლოს ისეთი გამყიდველები, როგორებიც არიან ცოლ-ქმარი უსუფაშვილი და ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები, ზაქარეიშვილი, აგულაშვილი და კიდევ სხვა რესპუბლიკელები, 150-ნი ნამდვილად იქნებიან და ეჭვიც არ მეპარება, რომ ბერძენიშვილი ქვეყნის მოღალატეთა რესურსს გულისხმობს.

რესპუბლიკური პარტია “ნაცხროვის” იდეოლოგიის გამგრძელებელია და პოლიტიკურ ასპარეზს ისევე უნდა ჩამოშორდეს, როგორც “ნაცმოძრაობა”.

_ ეს არც ისე ადვილი საქმეა. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მფარველობის ქვეშ არიან…

_ ბიძინა იავნიშვილს წარმოდგენა არ აქვს, ბედმა რომელი ქვეყნის პირველკაცობა არგუნა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის რეალობას ვერ აღიქვამს. მისი მილიარდები ერთ მხარესაა, ხოლო ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო _ სხვა მხარეს. ივანიშვილმა სწორი გზა უნდა აირჩიოს.

_ მან არჩევანი არ გააკეთა, ალბათ, არც გააკეთებს…

_ მაშინ ჩვენ გავაკეთებინებთ და როგორღაც ავუსხნით, რომ სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზე. ივანიშვილს არ ვურჩევ, რესპუბლიკურ პარტიას ანაცვალოს თავისი ავტორიტეტი, რომლის გამოც ნდობა გამოუცხადა ქართველმა ხალხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ავტორიტეტი თოვლის ფიფქივით გაქრება და საგინებელ-საწყევარი გახდება.

რესპუბლიკელებისთვის სასათბურე პირობების შექმნა ივანიშვილის უდიდესი დანაშაულია ქართველი საზოგადოების წინაშე. ეს თითქმის იმ არაადამიანობის ტოლფასია, რომელსაც “ნაცხროვა” წლების განმავლობაში ამჟღავნებდა. მისი ამ საქციელის გამო “ქართული ოცნება” თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება, და თუ ასე არ მოხდა, კიდევ უფრო დიდ სისასტიკეს ვიხილავთ, ვიდრე აქამდე გვინახავს.

_ თვლით, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას გააზრებულად არ აკეთებს და ვიღაცას შეცდომაში შეჰყავს?

_ ვფიქრობ, დავალებას ასრულებს, მის კაპიტალს ხომ სხვებიც განაგებენ?! იქნებ, ფულის დაკარგვის ეშინია და ამიტომაც მარიონეტია ვიღაცის ხელში…

ივანიშვილის სამი წლის მოღვაწეობამ გვიჩვენა, რომ ის მართლმადიდებელი ქრისტიანი არ არის, რადგან, ასე რომ ყოფილიყო, მხარს არ დაუჭერდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, მხარში არ ამოუდგებოდა რესპუბლიკურ პარტიას და საერთოდაც, გადახედეთ, მის არაადეკვატურ განცხადებებს.

ივანიშვილი არ არის ღრმად განსწავლული, მან არ იცის 9 ნეტარება, რომელთაგან უპირველესია სიმართლისთვის ბრძოლა. ის თეოლოგიაში რომ ერკვეოდეს, პოლიტიკურ ნაბიჯებს სამართლიანობის დამკვიდრებით დაიწყებდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ვადა იწურება და არაფერი გაკეთებულა, შედეგს ვიმკით კიდეც.

ვინ არის ამ ქვეყანაში ბედნიერი? _ მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები. ბიძინა ივანიშვილი და მისი ფირმები ნახულობენ ხეირს, იგებენ ტენდერებს და ფულს თვითონ თქვლეფენ. ქუჩაში არც გაუხედავთ, არ აინტერსებთ, რამდენი ათასი ადამიანი, ოჯახი შიმშილობს. შიმშილობენ პედაგოგები, პროფესორები, გლეხები, მაგრამ ივანიშვილს ეს არ აინტერესებს.

ამბობენ, ტაძარი ააშენაო, მერე რა, ტაძარი რომ ააშენა? რაღაც დაწესებულება გადახურა? სამაგიეროდ, სახელმწიფო დაინგრა.

_ ივანიშვილზე ამბობენ, ინტელიგენცია იყიდა და ამიტომ მის ქმედებაზე ხმას არვინ იღებსო.

_ ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ქართული ინტელიგენცია სულ იყიდებოდა, მათ შორის, კომუნისტების პერიოდშიც, მაგრამ ჩვენს დროში ინტელიგენციის მოსყიდვის თუ ყიდვის ტენდენცია ყოფილმა პრემიერმა ზურაბ ჟვანიამ განაახლა. სწორედ მან მოისყიდა ინტელიგენციის დიდი ნაწილი და გულზე მჯიღი არტყმევინა. საერთოდაც, ყველა ე.წ. ლიბერალური სიბინძურის შემომტანი საქართველოში ზურაბ ჟვანიაა. მრცხვენია, რომ ის დიდუბის პანთეონში ბუმბერაზი ადამიანების გვერდით არის დასაფლავებული.

ვისაც ჩვენ ინტელიგენციას ვუწოდებთ, ინტელიგენციის ნაწილად ვერ აღვიქვამ. ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც მართლა შეუძლიათ ფასეულის შექმნა და მათ უჭირთ, ასეთ ადამიანებს შესაძლებელია, რომ დაეხმარონ, მაგრამ არ მოისყიდონ.

_ ანტიდისკრიმინაციული კანონს, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ შემდეგი ნაბიჯები აუცილებლად მოჰყვებოდა. დღეს უკვე დავდექით ფაქტის წინაშე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადი შეიტანეს ლგბტ-თემის წარმომადგენლმა, ისინი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ.

_ ვერც კი წარმომიდგენია, რომ ვინმემ გაბედოს და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭიროს, მაგრამ, თუ მსგავსი რამ მაინც მოხდება, მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება.

_ ლგბტ-თემის მოთხოვნას მხარი მწერალმა ლაშა ბუღაძემ დაუჭირა.

_ ლაშა ბუღაძე იმ კაცის შვილი არ არის, ფურთხების პერფომანსი რომ მოაწყო? ლაშა ბუღაძე გამყიდველია, ანტიქართველი, წმინდანების მაგინებელი, მისი მოსმენა და ტელევიზიით გამოყვანა არ შეიძლება. ახალგაზრდებისთვის თუ ბუღაძე ავტორიტეტია. ეს სწორედ სააკაშვილისა და ამ ხელისუფლების დროინდელი განათლების მინისტრების _ შაშკინის, ლომაიასა და სანიკიძის დამსახურებაა. ნორმალური ქვეყანა რომ გვქონდეს, ლაშა ბუღაძე ვირზე უკუღმა უნდა შესვა და ხალხს მისთვის სახეში აფურთხებინო. ხელისუფლებას გამყიდველი მწერლებისა და პოეტების მთელი ჯოგი ჰყავს.

არავინ გაბედოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, თორემ წიხლის ცემით გამოვყრით მთელს პარლამენტს ქუჩაში, ხალხი თვითონ აიღებს ხელში მმართველობას და მილიარდერი ოლიგარქი სახტად დარჩება.

_ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?

_ ამის მიზეზი ის არის ის, რომ ხელისუფლებამ ეროვნული წარმოების ასაღორძინებლად არაფერი გააკეთა, სწორი პოლიტიკა ვერ გაატარა.

ჩინელი, ამერიკელი თუ ირანელი ბიზნესმენების ამ ქვეყანაში შემოსვლა ეკონომიკას ფეხზე ვერ დააყენებს, ამით მხოლოდ იმას ვახერხებთ, რომ საკუთარ მოქალაქეებს იაფ მუშახელად ვაქცევთ.

ვფიქრობ, ეკონომიკური სტაგნაცია მიზანმიმართულად ხდება, რათა საქართველოდან ქართველები გაიქცნენ და სხვები მოვიდნენ. ხომ იცით, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან.

_ ასეთ ვითარებაში ვისი ან რისი იმედი უნდა გვქონდეს?

_ უფლის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ისტორიული პარალელების გავლებით, რუსეთთან დაპირისპირება ხელს არ მოგვცემს.

1878-1921 წლებში სამხრეთ საქართველო _ ტაო-კლარჯეთი, არტანუჯი, ხანძთა ჩვენ შემადგენლობაში იყო, ეს რუსებმა და ქართველმა ოფიცრებმა ერთად შეძლეს.

რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლად, საქართველო პარტნიორს ვერ აირჩევს, მეზობელი ქვეყნის ინტერესების გაუთვალისწინებლობამ სადამდე მიგვიყვანა, ვხედავთ. თურქეთი ჩვენი ისტორიული მტერია, ჩვენ კი მასთან მეგობრობას ვიჩემებთ, ამას ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

სწრაფვა ნატოსკენ სისულელეა, ჩვენ იქ არავინ მიგვიღებს, თუნდაც მიგვიღონ, რას ველოდებით? ნატო ქართველი ერის ცხვირწინ ჩამოკიდებული პიტნაა. ნატო ჩვენი მშველელი ვერ იქნება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნატოელი ჯარისკაცი – ბელგიელი, ჰოლანდიელი, იტალიელი _ სოხუმთან, ტამიშთან, თამარაშენთან, ცხინვალთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოლებს, დიდი სისულელე და დეგენერატობაა.

ნატო კოლოსალური ფულის შოვნის წყაროა, ვიღაც ფულს შოულობს, ხოლო საქართველო ტერიტორიებს კარგავს. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობაზე იზრუნონ, ბაზარი მოუპოვონ, ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მისცენ, ჯანდაბისკენ გვიკრეს თავი, არადა, შეეძლოთ რუსეთის ბაზრის ათვისება, ქართველი გლეხისთვის ნაცნობი ბაზრის.

ევროპა რუსეთის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. მაგალითად, საფრანგეთში შეხვდებით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პლაკატებს წარწერით “პუტინი _ ფრანგი ხალხის მეგობარი”.

დღეს მსოფლიოს მმართველი ორგანიზაციები მართლმადიდებლობას ებრძვიან, განადგურებულია საბერძნეთი, იუგოსლავია, უკრაინა… საქართველოს წინააღმდეგაც მომართულია იგივე ნაღმი, “ქართველთყლაპიებს” ჩვენი რწმენა აღიზიანებთ და სურთ, თავს სიბინძურეები მოგვახვიონ. შემსრულებლები კი ამ ქვეყანაში ოხრად ჰყავთ _ ვაჭარაძეები, ბუღაძეები… ქადაგებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების “სიკეთეებზე”. ზემოთ საკონსტიტუციო სასამართლო ვახსენეთ. ვინ არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე? _ მიშა სააკაშვილის კაცი. ეს ივანიშვილმაც იცის და მშვენივრადაც არის მასთან შეხმატკბილებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პაპუაშვილმა სამშვილიანი ოჯახი გამოაგდო სახლიდან, ოჯახის უფროსი აწამეს და ეს ნაძირალა თვითონ შევიდა იქ საცხოვრებლად. ასეთი ადამიანები საჯარო სამსახურებში ოხრად არიან, ხელისუფლებაში “მიშა 2” მოვიდა. მსახიობები, სპორტსმენები, რეჟისორები მწვადზე მოყრილი ქინძები არიან.

_ საარჩევნო წელია. როგორი არჩევნები გველის?

_ ვიმედოვნებ, რომ “პატრიოტთა ალიანსი” კარგ შედეგს მიაღწევს, ხალხის იმედი გვაქვს, მაგრამ გაყალბებასაც ველოდებით. ასევე, დიდი იმედი გვაქვს მედიასაშუალებების, ისეთის, როგორიც თქვენი გაზეთია. მჯერა, ხალხს გააგებინებთ, რომ მომავალ არჩევნებში “ოცნებისთვის” ხმის მიცემა სირცხვილია, უჩინმაჩინის ქუდით მოარული ოლიგარქი კი ვიღაცის მარიონეტია.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით თარხან-მოურავი ქრისტიანი, პატრიოტი და გამორჩეული პოლიტიკური მსოფლმხედველობის ადამიანია. ის პრინციპული და ნიჭიერი კაცია.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი
geworld.ge

Comments
Loading...