ვერ ვხდები, რატომ შეიძლება ვინმე “მშვიდობის მემორანდუმის” წინააღმდეგი იყოს – თამარ ჩუგოშვილი

ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება იყოს ვინმე ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის წინააღმდეგი, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალმა სახემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, პროვოკაციის შემთხვევები ყოფილა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

„მსგავსი შემთხვევები ყოფილა ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაგალითად როცა იმართებოდა რაღაც ღონისძიება და დაპირისპირებული ჯგუფი მისულა. მაგალითად, მსგავსი შეხვედრები იყო აჭარაში პრემიერის სტუმრობის დროს და ა.შ. ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით, მემორანდუმს იურიდიული ძალა არ ექნება, თუმცა პარტიები მასზე ხელის მოწერით იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მშვიდობაზე.

„ტექსტი არის მშვიდობიანი და იმედი მაქვს ყველა პარტია შეუერთდება მას. ვერ ვხდები, რატომ შეიძლება ვინმე წინააღმდეგი იყოს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

წყარო: პრაიმტაიმნიუსი

Comments
Loading...