“ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაბედა საარჩევნო სისტემის შეცვალა” – ეკა გიგაური

“სამწუხაროდ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაბედა საარჩევნო სისტემის შეცვალა” – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლა.

„ჩვენი მოლოდინი ალბათ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ კომისიის ფარგლებში შეიცვლება საარჩევნო სისტემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გინდა, რომ ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით განვითარდეს, მნიშვნელოვანია შეიცვალოს ის საარჩევნო სისტემა, რომელიც არსებობს ქვეყანაში. სამწუხაროდ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ გაბედა საარჩევნო სისტემის შეცვალა, იმიტომ, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მმართველ პარტიას,“ – განაცხადა ეკა გიგაური.

Comments
Loading...