“”ვიდემასალის გავრცელებასთან” დაკავშირებით კი არა, გამოძიებები საკუთარ რიგებში დაიწყეთ!”


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia,
“ვიდემასალის გავრცელებასთან” დაკავშირებით კი არა, გამოძიებები საკუთარ რიგებში დაიწყეთ! დეპარტამენტების უფროსებად რომ გიზით ცნობილი კრიმინალი პოლიციელები! უდანაშაულო ადამიანებს ქუჩებში რომ ხოცავდნენ, ნარკოტიკს და იარაღს რომ უდებდნენ და საქმეებს რომ “უკერავდნენ”, რაც , მინიმუმ, ქონების მიტაცებით მთავრდებოდა, თუ არა ადამიანების დაინვალიდებით ! და ახლაც რომ არ აკლებენ “ჩადებებს”…
მერე გადადით პროკურატურაზე, ისიც სავსეა მწამებლებით და დამნაშავეებით, რომლებიც თანამონაწილეები უყვნენ ნაც-ანალური რეჟიმის ბოროტმოქმედებების და ახლა ხელს აფარებენ , არასწორად იძიებენ და სპეციალურად აფუჭებენ ჯალათების საქმეებს, რადგან მათივე თანამზრახველები არიან!!!
ასე რომ არ იყოს, აბა, ვინ დანიშნა ადეიშვილის ცნობილი მარჯვენა ხელი ჯარჯი წიკლაური მერაბიშვილის, სააკაშვილ-ადეიშვილის, ახალაიას და უგულავას საქმეებზე პროკურორად?!
და რამდენი ასეთი “წიკლაურები” გყავთ, გამოგიძიებიათ?!
ან სასამართლოში რამდენი დამნაშავე მოსამართლე გიზით, ვინც უდანაშაულო ადამიანები გაწირა, ნაც-ანალური რეჟიმის ბრძანებით, გამოგიძიებიათ?!
p.s. მეგობრებო, ხომ არ იცით ამ ვიდეოკადრების საქმეზე ვინ იყო პროკურორი და მოსამართლე? როგორ ხდება , რომ ნარკოტიკის შენახვაზე (არა გავრცელებაზე!) , სასჯელი 11 წლამდეა, ხოლო ადამიანის წამებაზე 7-9 წელს უსჯიან ?! ვინ უფრო ბოროტმომქმედია , ადამიანი , რომელიც საკუთარ თავს აზიანებს, თუ ცხოველი, რომელიც სხვა ადამიანს უნგრევს ცხოვრებას?!
გადამრია და დამანგრია ამდენმა უსამართლობამ ! ყველა “კოჰაბიტირებული” მეზიზღებით!

წერს მანჩ გიორგობიანი სოციალურ ქსელში

Comments
Loading...