(video) ამ წუთებში დაღუპული გერმანიის მოქალაქის მანქანა ხრამიდან ამოიტანეს

გუშინ, როგორც „თაიმერი“ ექსკლუზიურად იუწყებოდა, მესტიაში გერმანიის 65 წლის დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მანქანა, რომელშიც წინასწარი მონაცემებით, სოფელ ლუჰაში ნახეს, სწორედ ბიზნესმენი სერგეი სმისლოვი იმყოფებოდა – ენგურის ხეობაში, ხრამში იყო გადავარდნილი.

ამ წუთებში მანქანა ხევიდან ამოიტანეს. შრგახსენებთ, რომ ავტომანქანა 200-250 მეტრ სიღრმეშია იყო ჩავარდნილი და, რთული რელიეფის გამო, მისი ამოყვანა ძნელდებოდა.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ბიზნესმენის კუთვნილი პირადი ნივთებიც. წინასწარი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ამასთან, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შემდეგაც მისი იდენტიფიცირება მოხდება.

ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

 

წყარო timer.ge

Comments
Loading...