ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა ფრანგი ხალხის მიმართ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია რომ საქართველოს მოქალაქეები,ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, დღეს, საქართველოს პარლამენტთან იკრიბებიან:

“საქართველოს პარლამენტი. რუსთაველის გამზირი. თბილისი. 14 ნოემბერს, 18:00-ზე ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა ფრანგი ხალხის მიმართ და პატივი მივაგოთ დაღუპული ადამიანების ხსოვნას.” -წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში

ასევე საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან დილიდან მოქალაქეები იკრიბებიან. მათ, თანადგომის ნიშნად, ადგილზე ყვავილები მიაქვთ და საფრანგეთის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებენ.
მოგვიანებით კი საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი განცხადების გააკეთებას გეგმავს.

Comments
Loading...