ვინ არიან ქართველი მასონები

საქართველოში უამრავი რელიგიური და იდეოლოგიური გაერთიანების მიმდევარი ადამიანები ცხოვრობენ, ხშირად ისე ხდება, რომ ერთმანეთში რელიგია და იდეა გვერევა და გადავდივართ არაობიქტურ,არაკომპეტენტურ შეფასებაზე . როდესაც ვინმეს საქართველოში ოპონენტისთვის შეურაცხყოფის მიყენება უნდა (ეს ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსებს ეხებათ) სალანძღავი არგუმენტები რომ გამოელევათ სიტყვა “მასონს” ახსენებენ , ქართული განმარტებით კი ეს სიტყვა თითქოს (
სატანიზმის, მკვლელების, სისხლისმსმელების აბრევიატურაა.

5 წლის წინ ხალხში ჭორი გავარდა, შალვა ნათელაშვილი მასონთა ლოჟაში მიიწვიესო… შემდეგში აღმოჩნდა, რომ მასონთა ლოჟაში დიდი ალბათობით ლეიბორისტებს რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ, არავინ დააჯენდა (მიუხედავად მათი დიდი სურვილისა ) . სანამ ნამდვილ ქართველ მასონებზე მოგითხრობდეთ მინდა შეგახსენოთ, რას ნიშნავს მასონობა და როგორ გავრცელდა იგი საქართველოში.

მასონობა – თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie; ინგლ. Freemasonry) ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში.

თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე.

ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია დიდ ლოჟებად (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით, თუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის აზრით, ევროკავშირში გაერთიანებას მისი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. მისთვის მიუღებელია მასონური პრინციპები მსოფლიო ინტეგრაციის, ერების გაერთიანების შესახებ, რომლითაც, მისივე აზრით, ევროკავშირი ხელმძღვანელობს.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ
”მინიმალური მოთხოვნებია“

კანდიდატი უნდა იყოს

21 წლის მაინც
არ იყოს ნასამართლევი
არ გააჩნდეს ვალები
იყოს ღირსეული და მის ცხოვრებაში არ იყოს არა ღირსეული საქციელი
სჯეროდეს შემქმნელის, ღმერთის
მამაკაცი
გააჩნდეს გარკვეული შემოსავალი
გააჩნდეს საკუთარი სურვილი, ანუ მხოლოდ საკუთარი სურვილით მიიღოს გადაწყვეტილება
იყოს ჯენტლმენი

სტატიის წერის დროს ინტერნეტ სივრცეში აღმოვაჩინე სპეციალური გვერდები, რომელსაც “მასონები საქართველოში” “ქართველი მასონები” ქვია ( ჩემდა გასაკვირად, გვერდებს საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს). არ არსებობს ქვეყანაში მასონი, რომელიც ამას საჯაროდ ამბობს და საკუთარ თავს რეკლამას უკეთებს(რეკლამა მასონებს არ ყვარებიათ), ასე რომ ეს გვერდები რათქმაუნდა შესაძლებელია რომელიმე ახალგაზრდა მასონობის მსრუველი მოქალაქის შექმნილი იყოს. აღნიშნულ გვერდებზე მასონობის მსურველთათვის ფოსტაა მითითებული, სადაც შეგიძლიათ საკუთარი რეზიუმე გააგზავნოთ და რომელიმე გაერთიანებაში ჩაირიცხოთ.. გაერთიანებებს სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ქართველი მეფეებისა და დიდგვაროვნების სახელები ქვია. მაგალითად, ამონარიდი ერთ-ერთი გვერდიდან :

“საქართველოს დიადი ლოჟა აერთიანებს ამ ეტაპზე ოთხ ლურჯ ლოჟას, სამ (მოსწავლე, შეგირდი და ოსტატი) რიტუალურ საფეხურზე. ეს ღირსეული ლოჟებია:

“წმინდა თამარ მეფე” #1 , თბილისი აღმოსავლეთით

“მეფე დავით აღმაშენებელი” #2 , თბილისის აღმოსავლეთით

“გიორგი V ბრწყინვალე” #3, თბილისის აღამოსავლეთით

“იოანე პეტრიწი” #4 , თბილისის აღმოსავლეთით

სამი ღირსეული ლოჟა მუშაობს ძველ და აღიარებულ შოტლანდიურ რიტუალში, ხოლო ერთი ლოჟა გაერთიანებულ ბრიტანულ რიტუალში (ემულეიშენი)”

ახლა კი ნამდვილ მასონებზე, პირველი ქართველი მასონი გახლდათ ცნობილ ქართველი ნუმიზმატი და მეცნიერი მიხეილ ბარათაშვილი , ის რუსეთში ვახტანგ მეექვსესთან ერთად გადასახლებული არისტიკრატიული ოჯახის წარმომადგენელი იყო. მის შემდეგ ცნობა ქართველი მასონების შესახებ მეოცე საუკუნემდე არ არსებობს.ახლა კი მეოცე საუკუნის ქართველი მასონები შესახებ .
რუსეთის იმპერიაში 19 – ე საუკუნის ბოლოს და 20 – ე საუკუნის დასაწყისში არსებობდა ლოჟა ” რუსეთის დიადი აღმოსავლეთი ‘” რომელიც ყველაზე გავლენიანი იყო , მას ფილიალი ჰქონდა თბილისში და ქუთაისში. თბილისის ლოჟა მისივე სახელს ატარებდა ხოლო ქუთაისისას “კავკასიური ლოჟა ” ერქვა , ‘ კავკასიური ლოჟა დააარსებული იყო ორი იმდროინდელ რუსეთში ყველაზე გავლენიანი ქართველი მასონების კარლო ჩხეიძისა და ევგენი გეგეჩკორის მიერ . მისი წევრები იყვნენ :

1 ) კარლო ჩხეიძე ;
2 ) ევგენი გეგეჩკორი ;
3 ) კიტა აბაშიძე ;
4 ) იასონ ბაქარაძე ;
5 ) პეტრე ყიფიანი ;
6 ) ალექსანდრე დიასამიძე . “

ამ ადამიანების შემდეგ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია ვინ გააგძელა მასონური საქმიანობა საქართველოში,ხოლო დღევანდელი ინფორმაციით ბრიტანულ მასონურ საბჭოში არსებობს ორი ქართველი მასონი. რომელიც საქართველოში არ ფლობს ქონებას და მას ქართული მხოლოდ სახელი და გვარი აქვს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს მასონთა ლოჟაში, მასონთა კრიტერიუმების გათვალისწინებით,აღმოჩნდა,რომ დღეს არცერთი ქართველი პოლიტიკოსი მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

Comments
Loading...