ვინ არის 13 წლის გოგონა, რომელმაც წერილი დატოვა და მაღლივის ხიდიდან გადახტა

გუშინ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ არსებულ ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგონა 13 წლის თ. მარღოშვილია. მომხდარის შესახებ „კვირასთვის“ დეტალები გახდა ცნობილი.
გოგონა, სავარაუდოდ, ხიდიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლიდან დილის 7 საათზე გაიპარა. მათი ინფორმაციით, ცხედარს ტანსაცმლის ჯიბეში წერილი აღმოაჩნდა, რომელიც გამოძიებას ნივთმტკიცებად აქვს აღებული და, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მოტივს განმარტავს.
სკოლაში, სადაც გოგონა სწავლობდა, შემთხვევის შესახებ დღეს დილით შეიტყვეს. სასწავლებლის ადმინისტრაციაში თვითმკვლელობის მიზეზზე საუბარი უჭირთ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვს დეპრესიის ნიშნები არ ჰქონია, სიცოცხლით სავსე და ხალისიანი იყო, გამოირჩეოდა ხატვის ნიჭით.
თ.-ს მეგობრებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა გოგონას საქციელი. მისი ერთ-ერთი მეგობარი აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„რატომ, რატომ წახვედი… არ მოველოდი შენგან! ძალიან მიყვარდი, აი უსაზღვროდ. მაინც ძალიან მიყვარხარ, ძალიან მენატრები, მაკლიხარ, ჩემი ტკივილი ხარ. ვერასდროს დაგივიწყებ, სულ ჩემს თავში იქნები, სულ ჩემი ცრემლების მიზეზი იქნები. ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არსებობ. უბრალოდ, არ შემიძლია დაჯერება“.
მარღოშვილის კლასის დამრიგებელმა ჩვენთან საუბარისას აღნიშნა, რომ გოგონა დადებითი, კეთილი და ზრდილობიანი იყო. მისი ინფორმაციით, თ.-ს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და არა მარტო კლასელებთან, არამედ მთელი სკოლის მოსწავლეებთან მეგობრობდა. მასწავლებლის თქმით, გარდაცვლილი ძალიან კარგად ძერწავდა და იანვრის თვეში ხელოვნების სკოლაში აპირებდა სწავლას.წყარო

Comments
Loading...